1. დიეტა №10 გამოიყენება მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
2. დიეტის მიზნობრივი დანიშნულებაა რეპარაციული პროცესების დაჩქარებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა და გულის კუნთის ფუნქციური უნარის აღდგენა. ცვლითი, ნერვული პროცესების, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, თრომბოემბოლიური გართულების აცილება, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვის შემცირება, ნაწლავების მოტორული ფუნქციის გაუმჯობესება.
3. დიეტა ხასიათდება საკვების ენერგეტიკული ღირებულებისა და მოცულობის მნიშვნელოვანი შეზღუდვით. შემდგომში თანდათანობით გაზრდით. დიეტიდან გამორიცხულია ცხოველური ცხიმებითა და ქოლესტერინით მდიდარი პროდუქტები (საქონლის შიგნეულობა, ტვინი, მსუქანი ხორცი და თევზი, კვერცხის გული, ხიზილალა, ცხოველური ცხიმი და სხვ.); აზოტოვანი ექსტრაქტული ნივთიერებები, ცხიმიანი ცომეული და მეტეორიზმის გამომწვევი პროდუქტები (შავი პური, კომბოსტო, პარკოსნები, ნატურალური რძე და სხვ.).
4. დიეტა შეიცავს ლიპოტროპული ნივთიერებებით (ხაჭო, ვირთევზა, შვრია), C და P ვიტამინებითა და კალიუმის მარილებით მდიდარ პროდუქტებს. სუფრის მარილი და სითხე შეზღუდულია.

ცხრილი 14
სანიმუშო ერთდღიანი მენიუ – დიეტა №10ს I ვარიანტი (2074 კკალ)
კერძის დასახელება
გამოსავა
ლი, გ
ცილები, გ
ცხიმები, გ
ნახშირ-
წყლები, გ
პირველი საუზმე
მოხარშული ხორცი

55

15,9

3,2

-
ვინეგრეტი ზეთით
-
1,7
14,1
17,3
რძიანი ყავა (უცხიმო)
180
2,9
-
4,6
მეორე საუზმე
ვაშლის ან ზღვის კომბოსტოს უმი სალათა

150

1,7

5,6

15,2
სადილი
ვეგეტარიანული შჩი ზეთით (1/2 ულუფა)

250

1,7

6,1

10,3
მოხარშული ხორცი კარტოფილით
55/150
15,9
3,0
-
ჟელე
125
0,1
-
28,7
სამხარი
ასკილის ნახარში

200

-

-

-
ვაშლი
100
0,2
-
9,2
ვახშამი
ლაბასხმული თევზი

120

16,9

1,4

2,3
მანანის მობრაწულა ხილის მოსასხმელით

250

10,0

10,5

73,0
ღამით (ძილის წინ)
კეფირი

200

5,6

7,0

9,0
დღის განმავლობაში
ქატოს პური

150

14,2

7,1

54,3
შაქარი
35
-
-
34,7
კარაქი
10
0,12
8,2
0,09
სულ:

89,5
63,0
288,6

ცხრილი 15
სანიმუშო ერთდღიანი მენიუ – დიეტა №10ს II ვარიანტი (2720 კკალ)
კერძის დასახელება
გამოსავა
ლი, გ
ცილები, გ
ცხიმები, გ
ნახშირ-
წყლები
გ
პირველი საუზმე
ომლეტი ხორცის საჩურთით, შებრაწული

140

19,1

7,0

3,2
წიწიბურას ფაფა
90
4,3
4,8
25,8
რძიანი ჩაი (უცხიმო)
180
1,5
-
2,3
მეორე საუზმე
ეკალას მხალი

260

3,3

2,0

7,0
სადილი
უჩენჩო ქერით ბოსტნეულით ზეთზე დამზადებული წვნიანი

500

2,9

4,9

26,8
ორთქლზე დამზადებული კატლეტი, სოიოსა და ბოსტნეულის გარნირით
120
19,5
8,0
48,4
ვაშლი
100
0,2
-
9,2
სამხარი
ასკილის ნახარში

200

-

-

-
სოიოს ფუნთუშა
50
8,4
10,0
21,0
ვახშამი
შებრაწული თევზი

85

17,9

5,4

0,8
ფლავი ხილით
180
3,8
12,2
76,6
რძიანი ჩაი
180
1,5
-
-
ღამით (ძილის წინ)
კეფირი

200

5,6

7,0

9,0
დღის განმავლობაში
პური „მხნეობა”

150

14,2

7,1

54,3
ხორბლის თეთრი პური
150
11,8
2,8
79,1
შაქარი
35
-
-
34,7
სულ:

114,0
70,5
445

5. დიეტას უნიშნავენ სამი რაციონის სახით. ა) პირველი რაციონი განკუთვნილია მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდისათვის (2-3 კვირა) ბ) მეორე რაციონი – ქვემწვავე პერიოდისათვის (2-3 კვირა) გ) მესამე რაციონი – ნაწიბურის ჩამოყალიბების პერიოდისათვის (მე-4 კვირიდან დაწყებული). პირველ დღეს ავადმყოფებს აძლევენ მხოლოდ 1 ჭიქა ღია ფერის ჩაის, ხილის წვენს, ბოსტნეულის ნახარშს, მორსს დღე-ღამეში 8-ჯერ.
6. დიეტის ქიმიური შედგენილობა და ენერგეტიკული ღირებულება შემდეგნაირია:
ა) პირველი რაციონი: 50 გ ცილები, 34-40 გ ცხიმები, 170-200 გ ნახშირწყლები. ენერგეტიკული ღირებულება 1200-1300 კკალ. ვიტამინები: A – 2 მგ, B1 – მგ, PP – 15 მგ, B2 – 2 მგ. ასკორბინმჟავა – 100 მგ. თავისუფალი სითხე 800 მლ, მარილი 1,5-2 გ (პროდუქტებში). რაციონის მთლიანი მასაა 1700 გ;
ბ) მეორე რაციონი: 60-70 გ ცილები, 60-70 გ ცხიმები, 230-250 გ ნახშირწყლები. ენერგეტიკული ღირებულება 1600-1900 კკალ. ვიტამინები: A – 2 მგ, B1 – 2 მგ, PP – 15 მგ, B2 – 2 მგ. ასკორბინმჟავა – 100 მგ. თავისუფალი სითხე 1000 მლ, მარილი 1,5-2 გ (პროდუქტებში), 3 გ ხელზე. რაციონის მთლიანი მასაა 2 კგ;
გ) მესმე რაციონი: 90 გ ცილები, 80 გ ცხიმები, 300-350 გ ნახშირწყლები. ენერგეტიკული ღირებულება 2200-2300 კკალ. ვიტამინები: A – 2 მგ, B1 – 2 მგ, PP – 15 მგ, B2 – 2 მგ. ასკორბინმჟავა – 100 მგ. თავისუფალი სითხე 1000 მლ, მარილი 1,5-2 გ (პროდუქტებში), 5 გ ხელზე. რაციონის მთლიანი მასაა 2200 გ