1. პური და პურ-ფუნთუშეული: ხორბლის პური, უმარილო ნამცხვარი. აკრძალულია: ჩვეულებრივი პური და ნამცხვარი.
2. ხორცი, ფრინველი, თევზი: მჭლე (საქონლის, ხბოს, ინდაურის, ქათმის, კურდღლის) ხორცი და თევზი, მოხარშული, დაბეგვილი, ნაჭრებად და ლაბასხმული. აკრძალულია: ცხვრის, ბატის, იხვის, თევზის, ძარღვიანი და ცხიმიანი ხორცი, შებოლილი ხორცი, კონსერვი, დამარილებული თევზი, ხიზილალა.
3. კვერცხი: 2 ცალამდე დღეში, თოხლო, ორთქლზე დამზადებული ომლეტი ან კერძში. აკრძალულია: უმი, შემწვარი და მაგარი მოხარშული.
4. რძე და რძის პროდუქტები: რძე (თუ არ იწვევს მეტეორიზმს), მაწონი, კეფირი, არაჟანი კერძში, ნაღები შეზღუდულად, ახალი გახეხილი ხაჭო. აკრძალულია: ყველი.
5. ცხიმები: უმარილო კარაქი და რაფინირებული ზეთი. აკრძალულია: ხორცისა და კულინარული ცხიმი.
6. ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები: მანანის, გახეხილი ჰერკულესის, ბრინჯისა და წიწიბურას ბურღულის ფაფა, პუდინგი, მოხარშული ვერმიშელი. აკრძალულია: უჩენჩო ქერი, ფეტვი, მაკარონი, პარკოსნები.
7. ბოსტნეული: კარტოფილი შებრაწული (შეზღუდულად), მოხარშული, პიურე, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშული, ყაბაყი პიურეს სახით და ჩათუშული გოგრა. ბოსტნეულის სუფლე, მწიფე პომიდორი. აკრძალულია: ყველა დანარჩენი ბოსტნეული, მწნილი, დამარილებული და მარინადი.
8. წვნიანი: (1/2 ულუფა) გახეხილი და წვრილად დაჭრილი ბოსტნეულის (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი), ბურღულის (მანანის, გახეხილი ჰერკულესის, ბრინჯის), ხილის. აკრძალულია: ხორცის, თევზის, სოკოს ბულიონი, შჩი, ბოშჩი, რძის ცივი წვნიანი, შეჭამადი.
9. ბაღჩეული, ტკბილი კერძი, ტკბილეული: რბილი ხილი და კენკროვანი, შემწვარი ვაშლი, ჭერმისა და შავი ქლიავის დამბალი ჩირი, კომპოტი, კისელი, მუსი, ჟელე, შაქარი, თაფლი, მურაბა, ზეფირი და მარმელადი. აკრძალულია: ხილი და უხეშუჯრედისიანი კენკრა, ყურძენი, ქიშმიში, შოკოლადი, კრემიანი ნაწარმი.
10. საწებელი და სანელებლები: თეთრი საწებელი, ტკბილი და მჟავე ბოსტნეული, ხილის მოსასხმელი. აკრძალულია: თევზის, ხორცისა და სოკოს ნახარში, სანელებელი.
11. სასმელი: ღია ფერის ჩაი, ყავა-სუროგატი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ასკილის ნახარში. აკრძალულია: მაგარი ჩაი, ყურძნის წვენი, გაზიანი სასმელი, ნატრიუმით მდიდარი მინერალური წყალი.
თავი XV. სამკურნალო კვება ათეროსკლეროზის დრო
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 35. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
თავი XIV — სამკურნალო კვება გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 29. დიეტა №9
- მუხლი 30. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 31. სამკურნალო კვება ჰიპერტონიული დაავადების დროს (ზოგადი ნაწილი)
- მუხლი 32. დიეტა №10 (უმარილო დიეტა)
- მუხლი 33. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტი და კერძი
- მუხლი 34. დიეტა №10ა
- მუხლი 36. დიეტა №10ს
- მუხლი 37. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 37. დიეტა №10ი
- მუხლი 38. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 39. დიეტა №11
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 35, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-35/