1. დიეტა გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს როგორც სასინჯი დიეტა, გამოყენებულია სამკურნალო მიზნით – ნორმალური ან ჭარბი წონის მქონე ავადმყოფებისათვის, რომელნიც არ საჭიროებენ ინსულინს ან ღებულობენ მას მცირე დოზით (20-30 ერთეულს), ე. ი. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დიაბეტის დროს
2. დიეტის მიზნობრივი დანიშნულებაა ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის ტოლერანტობის დადგენას ნახშირწყლებით დატვირთვისადმი.
3. შაქრიანი დიაბეტის დროს უნდა მოხდეს ენერგეტიკული ღირებულების ზომიერი შეზღუდვა, ძირითადად ნახშირწყლების (ადვილად ათვისებადი), შედარებით ნაკლებად ცხიმის ხარჯზე. ცილების რაოდენობის ნორმალიზება, ქოლესტერინისა და ექსტრაქტული ნივთიერებების შეზღუდვა. ვიტამინებისა და ლიპოტროპული ნივთიერებების შემცველობის გაზრდა.
4. ენერგეტიკული ღირებულებაა – 9300 კჯ (2200 კკალ), ქიმიური შედგენილობაა: 80 გ ცილები (60% – ცხოველური), 80 გ ცხიმები (25-30% – მცენარეული), 300 გ ნახშირწყლები, 12 გ ნატრიუმქლორიდი, 1,5 ლ თავისუფალი სითხე.
5. საკვები დამუშავებულია ჩვეულებრივად, ტკბილ კერძსა და სასმელებს ამზადებენ შაქრის შემცვლელების გამოყენებით. ავადმყოფს საკვებს აძლევენ 5-6-ჯერ დღეში, ნახშირწყლების ზუსტი განაწილების დაცვით (თუ დიეტა სასინჯია, ნახშირწყლებს ანაწილებენ თანაბრად, ინსულინის გამოყენებისას კი მის დოზასა და შეყვანის დროს ითვალისწინებენ)
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 29. დიეტა №9
თავი XIII — საკურნალო კვება შაქრიანი დიაბეტის დროს
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 60%
- განაკვეთი 30%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. 1. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები (ფარისებრი ჯირკვალი, ფარისებრალური, თირკმელზედა და სხვები) გამოიმუშავებენ სხვადასხვა ჰორმონს. ეს ჰორმონები ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის სასიცოცხლო პროც
- მუხლი 24. სამკურნალო კვება სიმსუქნის დროს
- მუხლი 25. დიეტა №8
- მუხლი 26. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 27. 1. დიეტრაციონი მუშავდება შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:
- მუხლი 28. სამკურნალო კვება თირეოტოქსიკოზის დროს
- მუხლი 30. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 31. სამკურნალო კვება ჰიპერტონიული დაავადების დროს (ზოგადი ნაწილი)
- მუხლი 32. დიეტა №10 (უმარილო დიეტა)
- მუხლი 33. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტი და კერძი
- მუხლი 34. დიეტა №10ა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-29/