1. სიმსუქნით დაავადებულთათვის მრავალი დიეტა არსებობს. დიეტოთერაპიის ძირითადი პრინციპი არის რაციონის ენერგეტიკული ღირებულების მკვეთრი შეზღუდვა. კალორიულობის შემცირების ხარისხი სხეულის ჭარბი წონის (ნორმალურთან შედარებით) პირდაპირპროპორციულია. ამოსავალია სხეულის მასის ნორმალური წონა, შემდეგ განსაზღვრავენ ენერგეტიკულ ღირებულებას და ატარებენ რეკომენდებული დიეტის საორიენტაციო გათვლას.
2. გამოხატული სიმსუქნის დროს რაციონის ენერგეტიკულ ღირებულებას ნორმალურთან შედარებით ამცირებენ 40%-ით. ავადმყოფის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობიდან გამომდინარე, ეს პროცენტი შეიძლება დაქვეითდეს 30%-მდე ან გაიზარდოს 50%-მდე. ასეთ დროს სასურველია გათვალისწინებულ იქნეს ავადმყოფის ენერგოხარჯვები სტანდარტულ ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად.
3. სიმსუქნის დროს მიზანშეწონილია მკურნალობის დაწყება რედუცირებული საკვები რაციონის კალორიულობის ზომიერი შეზღუდვით. ასეთ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ძირითადი №8 დიეტ