1. დიეტა №7 გამოიყენება ქრონიკული გლომერულონეფრიტის (პროცესის ჩაცხრობის პერიოდში), მწვავე გლომერულონეფრიტს (გამოჯანსაღების სტადიაში), ორსულთა ნეფროპატიის და სხვა დაავადებების დროს რეკომენდებულია მარილის შეზღუდული რაოდენობა.
2. დიეტის მიზნობრივ დანიშნულებას წარმოადგენს თირკმლების ფუნქციის ზომიერი დაზოგვა, არტერიული წნევისა და შეშუპების შემცირება, აზოტოვანი წიდისა და ცვლის დაუჟანგავი პროდუქტების გამოდევნა ორგანიზმიდან.
3. დიეტა №7-ის დროს უმნიშვნელოდ შეზღუდულია ცილის, ნატრიუმქლორიდის, თავისუფალი სითხის რაოდენობა, შეზღუდულია თირკმლების გამღიზიანებლები, გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემის ამგზნები ნივთიერებები, ხორცეული, რძისა და სოკოს ბულიონი, მჟაუნმჟავათი და ეთერზეთებით მდიდარი პროდუქტები.
4. დიეტის ენერგეტიკული ღირებულებაა 9750-10590 კჯ (2350-2550 კკალ), ქიმიური შედგენილობა კი შემდეგნაირია: 40 გ ცილა (50% – ცხოველური), 70 გ ცხიმები (20-25% – მცენარეული), 400-450 გ ნახშირწყლები (100 გ შაქრები); 5-7 გ ნატრიუმქლორიდი (აქედან 3-4 გ-ს აძლევენ ავადმყოფს ხელზე, დანარჩენს კი შეიცავს საკვები პროდუქტები), 0,8-1 ლ თავისუფალი სითხე.
5. საკვები უნდა იყოს მოხარშული და დაქუცმაცებული. დასაშვებია მოხარშული ხორცისა და თევზის შემდგომი შეწვა. საკვებს ავადმყოფს აძლევენ 5-ჯერ დღეში.
6. რეკომენდებულია ყველა ის პროდუქტი და კერძი, რომლებიც №7ა დიეტის შემთხვევაშია, იმ განსხვავებით, რომ გაზრდილია ცილით მდიდარი პროდუქტების რაოდენობა (ხორცი თევზი, ხაჭო, კვერცხის ცილა და სხვ.). გამორიცხულია იგივე პროდუქტები, რაც №7ა დიეტაში.

თავი XI. სამკურნალო კვება ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი დაავადების დრო