2. მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტით დაავადებულთა რაციონისადმი ძირითადი მოთხოვნებია: ა) მარილისა და წყლის შეზღუდვა; ბ) მარტივი ნახშირწყლების შეზღუდვა; გ) ცილის შეზღუდვა; დ) რაციონის ენერგოღირებულების შემცირება ორგანიზმის ენერგოხარჯვების გათვალისწინებით; ე) რაციონიდან ექსტრაქტული ნივთიერებების გამორიცხვა და ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით ავადმყოფის სრული უზრუნველყოფა.
3. მწვავე დიფუზიური გლომერულონეფრიტით დაავადებულთათვის მიზანშეწონილია პირველი 2-3 დღე კონტრასტული დღეების სახით უნატრიუმო საკვების დანიშვნა. ამა თუ იმ კერძის პროდუქტის შერჩევა ძირითადად ხდება ავადმყოფის გემოვნებისა და მისი მათდამი შეგუების უნარის გათვალისწინებით. ამ დროს იყენებენ კარტოფილის, ვაშლის, საზამთროს, გოგრის, ბანანის, შაქრის, კომპოტის, კეფირისა და სხვ. დღეებს. მთელი დღის განმავლობაში ავადმყოფს აძლევენ 1,2 კგ კანგაცლილ, მოხარშულ ან უცხიმოდ შემწვარ კარტოფილს ან 1,5 კგ მწიფე ვაშლს, 1,5 ლ კომპოტს, ან 1,2 კგ ბანანს, ან 1,2 კგ გოგრას შემწვარს ან მოხარშულს შაქრით და ა. შ. პროდუქტის მთლიან რაოდენობას ყოფენ 5 ულუფად და აძლევენ ავადმყოფს 5-ჯერ დღეში. ეს ერთ-ერთი ძირითადი ვარიანტია №7 დიეტისა და აღინიშნება როგორც დიეტა №7ა.
4. რეკომენდებული სითხის რაოდენობა (ასკილის ნახარში, განზავებული ხილის წვენი, ღია ფერის ჩაი, რძე და სხვ.) ავადმყოფისათვის შემდეგნაირად ისაზღვრება: დღე-ღამის დიურეზს უმატებენ 400 მლ რძეს, ე. ი. თუ ავადმყოფი დღე-ღამეში 500 მლ შარდს გამოყოფს, მაშინ დღის განმავლობაში დაშვებული სითხის რაოდენობა 900 მლ-ს არ უნდა აღემატებოდეს. საზამთროსა და კომპოტის განტვირთვის დღეებში ავადმყოფს სითხე არ ეძლევა.
5. მწვავე ნეფრიტის დროს 2-3-დღიანი გამტვირთავი უნატრიუმო დღეების დანიშვნა ხელს უწყობს ავადმყოფის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას. 3-4 დღის შემდეგ ავადმყოფი გადაჰყავთ უმარილო დიეტაზე (№ 7ბ). აღნიშნული დიეტა შეიცავს 40 გ ცილას, 70 გ ცხიმსა და 450 გ ნახშირწყლებს; მისი ენერგეტიკული ღირებულებაა 2600-2650 კკალ. ამ დიეტაში ცილა ძირითადად ივსება კვერცხის, რძისა და თევზის პროდუქტების ხარჯზე. ეს, ცილის მხრივ დეფიციტური დიეტა, ითვლება ძირითადად თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა მკურნალობისას.
6. მწვავე დიფუზური გლომერულონეფრიტის დროს თირკმლების ექსკრეტორული ფუნქცია, როგორც წესი, არსებითად არ ირღვევა, ამიტომ ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად აუცილებელი ხდება დიეტის გაფართოება პირველ რიგში ცილის კვოტის გაზრდის ხარჯზე. დაავადების მწვავე პერიოდის მესამე კვირის დასაწყისში, შარდის გამოხატული სინდრომის შემცირების შემდგომ, ავადმყოფი გადაჰყავთ უმარილო დიეტა № 7-ზე
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 21. 1. სამკურნალო კვება ერთდროულად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო, მადესენსიბილებელ და სიმპტომატურ თერაპიასთან ერთად
თავი X — სამკურნალო კვება თირკმლების დაავადების დროს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. 1. დიეტა №4 გამოიყენება ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების ფაზაში, მწვავე გასტროენტეროკოლიტის დაავადების დასაწყისში; დიზენტერიის, მუცლის ტიფის, ნაწლავების ტუბერკულოზის პირველი 5-7 დღის გა
- მუხლი 16. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 17. 1. დიეტა №5-ის საშუალებით ხდება ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების დარღვეული ფუნქციური უნარის ნორმალიზება, ნაღვლის გამოყოფის სტიმულირება, ღვიძლში გლიკოგენის დაგროვების ხელშეწყობა, კუჭისა და ნაწლავების მე
- მუხლი 18. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 19. 1. დიეტა №6 გამოიყენება პოდაგრის, კენჭოვანი დაავადების, ურატურიის ან ოქსალურიის, ყველა სხვა დაავადების, რომელთა დროსაც საჭიროა ხორცის, თევზის ან რძის შეზღუდვა
- მუხლი 20. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 22. დიეტა № 7
- მუხლი 23. 1. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები (ფარისებრი ჯირკვალი, ფარისებრალური, თირკმელზედა და სხვები) გამოიმუშავებენ სხვადასხვა ჰორმონს. ეს ჰორმონები ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის სასიცოცხლო პროც
- მუხლი 24. სამკურნალო კვება სიმსუქნის დროს
- მუხლი 25. დიეტა №8
- მუხლი 26. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-21/