1. პური და პურ-ფუნთუშეული: უხეშად დაფქვილი ხორბლისა და ჭვავის პური შეზღუდული რაოდენობით. ცილოვანი ხორბლის, ცილოვანი ქატოს პური – 150 გ დღეში. პურის რაოდენობა უნდა შეამცირონ, თუ სხეულის მასა არ მცირდება. ცილოვანი პური, ჩვეულებრივ პურთან შედარებით, 2-ჯერ ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. აკრძალულია უმაღლესი ხარისხის ფქვილის ნაწარმი, ცხიმოვანი და ფენოვანი ცომეული, ნამცხვარი.
2. ხორცეული და თევზი: მჭლე უცხიმო ხორცი, მოხარშული თევზი, მოხარშვის შემდეგ ჩათუშული და შებრაწული ნაწარმი ლაბასხმულის სახით. აკრძალულია: მსუქანი ბატის, იხვის ხორცი, ტვინი, შაშხი, ძეხვეული, მოწოწნიკი, კონსერვი, დამარილებული თევზი, ხიზილალა, თევზის კონსერვი ზეთში.
3. კვერცხი: მოხარშული, ომლეტის სახით.
4. რძე და რძის პროდუქტები: რძე, კეფირი, არაჟანი (1-2 სადილის კოვზი კერძში), ხაჭო (ძირითადად უცხიმო), 100-200 გ დღეში, ნატურალური სახით ან ხაჭოიანი ხინკალი, პუდინგი, უმარილო ყველი.
5. წვნიანი: მომზადებული ძირითადად ბოსტნეულის ნახარშზე, 2-3 ჯერ კვირაში ხორცის სუსტ ბულიონზე, თევზის ან სოკოს ბულიონზე (1/2 ულუფა).
6. ბოსტნეული: ყველა სახის უმი ბოსტნეული (კარტოფილი შეზღუდულად), კომბოსტოს გარეცხილი მწნილი. აკრძალულია სხვა მწნილეული და მარინადი. 7. ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები: რეკომენდებულია წიწიბურასა და უჩენჩო ქერის ფანტია ფაფა შეზღუდული რაოდენობით. აკრძალულია ყველა სახის ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები.
8. ხილი, ბაღჩეული, ტკბილეული: ხილისა და კენკრის მჟავე, მომჟავო-მოტკბო ნაყოფი (ვაშლი, ლიმონი, ფორთოხალი, წითელი მოცხარი, ხურტკმელი შტოში და სხვ.) 200 გ დღეში, უშაქრო კომპოტი, ბაცი ჩაი, რძიანი უშაქრო ყავა. აკრძალულია: ყურძენი, ქიშმიში, ლეღვი, ფინიკი, ბანანი, შაქარი, თაფლი, მურაბა, კანფეტი, ნაყინი, ტკბილი წვენი, კაკაო, ტკბილი ბურახი, ლიმონათი შაქარზე დამზადებული.
9. საწებელი და სანელებლები: რეკომენდებულია ტომატის, სოკოს თეთრი საწებელა, ძმარი. აკრძალულია: ცხარე და ცხიმიანი საწებელა, მაიონეზი, ყველა სახის სანელებელი.
10. ცხიმი: კარაქი, მცენარეული ზეთი შეზღუდულად. აკრძალულია: ღორის ქონი, ცხვრის, საქონლისა და კულინარული ცხიმი.
თავი XII. სამკურნალო კვება ჰიპოთირეოზის დრო