1. პური და პურ-ფუნთუშეული: ჭვავის, ცილოვანი ხორბლის, ცილოვანი ქატოს, ხორბლის II ხარისხის, ნახშირწყლების ნორმის დაცვით. გამორიცხულია ცხიმიანი და ფქვილის ტკბილი ნაწარმი.
2. ხორცი, ფრინველი, თევზი: უცხიმო, მჭლე საქონლის, დეკეულის, ცხვრის, ღორის ჩამონაჭრები, კურდღლის, ქათმის ხორცი, მოხარშული თევზი, ჩათუშული, ლაბასხმული, ზოგჯერ შემწვარი, შეზღუდულად დასაშვებია დამბალი ქაშაყი, ძეხვეული (საექიმო, დიაბეტური, საქონლის მოწოწნიკი), მჭლე შაშხი, კონსერვი პომიდვრის საწებლით ან თავისივე წვენში. აკრძალულია: ცხიმიანი ხორცი, თევზი, ბატი, შაშხი, შებოლილი ძეხვეული, დამარილებული თევზი, ხიზილალა.
3. წვნიანი: უცხიმო ხორცის, თევზის, სოკოს სუსტ ბულიონზე, კარტოფილით, ბოსტნეულით, გუფთით, ბურღულეულით. ბორშჩი, შჩი, ჭარხლის, ბურახის (ხორცით და ბოსტნეულით) შეჭამადი. აკრძალულია: ცხიმიანი ბულიონი ბურღულითა და ლაფშით, პარკოსნებით.
4. კვერცხი: მოხარშული ან შემწვარი 2 ცალამდე დღეში.
5. რძე და რძის პროდუქტები: უცხიმო, ნახევრადცხიმიანი რძე, მაწონი, კეფირი, უცხიმო და უმარილო ყველი, არაჟანი შეზღუდულად. აკრძალულია: ხაჭოს ტკბილი ყველეული, ნაღები.
6. ცხიმი: კარაქი და ზეთი. აკრძალულია: ხორცისა და კულინარული ცხიმი.
7. ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები: აკრძალულია, იშვიათად დასაშვებია პურის შეზღუდვის ხარჯზე.
8. ბოსტნეული: კომბოსტო, სალათა, გოგრა, ყაბაყი, კიტრი, ბადრიჯანი, ნახშირწყნების ნორმების გათვალისწინებით – კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, მწვანე ბარდა. აკრძალულია: მწნილი და მარინადი.
9. ხილი, ტკბილეული: მომჟაო-მოტკბო ხილი და კენკრა ყოველნაირი სახით; კომპოტი, მუსი, ჟელე, ნიგვზის ნამცხვარი სორბიტზე, ქსილოიტზე ან სახარინზე დამზადებული. აკრძალულია: ყურძენი, ქიშმიში, ფინიკი, ლეღვი, ბანანი, შაქარი, თაფლი, მურაბა, კანფეტი, ნაყინი.
10. საწებელი და სანელებლები: საწებელი ბოსტნეულის ნახარშზე, ხორცის, თევზის, სოკოს უცხიმო ნახარშზე, პირშუშხა, წიწაკა, მდოგვი (შეზღუდულად). აკრძალულია: ცხარე, მარილიანი და ცხიმიანი საწებელი.
11. სასმელი: ჩაი, ყავა, რძიანი უშაქრო კაკაო, ასკილის ნახარში, მომჟაო ხილის წვენი, ტომატის წვენი. აკრძალულია: ტკბილი ხილისა და კენკროვანის წვენი (ყურძენი და სხვ.), ტკბილი ბურახი, შაქრიანი ლიმონათი.

ცხრილი 11
სანიმუშო ერთდღიანი მენიუ-დიეტა № 9 (1780 კკალ)
კერძის დასახელება
გამოსავალი, გ
ცილები, გ
ცხიმები, გ
ნახშირ-
წყლები, გ
პირველი საუზმე
წიწიბურას ფანტია ფაფა

150

7,5

9,5

45,1
უცხიმო ხაჭო
150
15,0
2,3
5,7
რძიანი ჩაი
100

მეორე საუზმე
საფუარის სასმელი (უშაქრო)

200

6,2

0,2

4,15
სადილი
ჩიხირთმა

250

2,25

6,7

17,4
მოხარშული ხორცი
75
13,6
8,9
-
მოხარშული კარტოფილი
100
1,8
0,1
3,4
ლიმონის ჟელე ქსილიტზე
100
0,08
-
20,02
სამხარი
ვაშლი

100

0,3

-

11,5
ვახშამი
ხორცის გუფთა ორთქლზე დამზადებული

110

17,2

14,0

10,9
ჩათუშული სტაფილო
150
5,2
11,9
16,4
კომბოსტოს შნიცელი
200
8,9
21,4
27,6
ღამით (ძილის წინ)
კეფირი (1 ჭიქა)

180

5,0

6,3

8,1
ჭვავის პური
150
8,4
1,65
69,9
სულ:

98,7
84,1
304,8

თავი XIV. სამკურნალო კვება გულ-სისხლძარღვთა დაავადების დრ