სამკურნალო კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპერტონიული დაავადების პროფილაქტიკასა და კომპლექსურ თერაპიაში. დაავადების პათოგენეზის არსის ღრმა შესწავლამ უარყო დიეტური მკურნალობის პროცესში ავადმყოფთა მოკლე ვადითაც კი “ნახევრად მშიერ” რეჟიმზე გადაყვანა. პირიქით, მიღებულია მონაცემები, რომელნიც ადასტურებენ, რომ ჰიპონატრიუმიანი დიეტა №10, გამდიდრებული C, PP და B ჯგუფის ვიტამინებით, მაგნიუმის მარილებითა და ლიპოტროპული ნივთიერებებით, 2600-2700 კკალ ენერგეტიკული ღირებულებით, ითვლება ფიზიოლოგიურად ადეკვატურ და პათოგენეტიკურად დასაბუთებულ დიეტად ჰიპერტონიით დაავადებულთა მკურნალობაში