1. დიეტა №10 გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადების სხვადასხვა სტადიის, ათეროსკლეროზთან თანმხლები ჰიპერტონიული დაავადების დროს, გულის დაავადებების კომპენსაციის სტადიაში ან ნაკლებგამოხატული სისხლის მიმოქცევის უკმარისობის ნიშნებისას (I-II ა სტადია), ქრონიკული გლომერულონეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს თირკმლის აზოტგამომყოფი ფუნქციის მოშლის გარეშე.
2. დიეტის მიზნობრივი დანიშნულებაა ცენტრალური ნერვული სისტემის გაზრდილი აგზნებადობის შემცირებისათვის საჭირო პირობების შექმნა, თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს უჯრედში კალიუმის კონცენტრაციის შემცირებას, ტრანსმემბრანული ნატრიუმის გრადიენტის გაზრდას და ამგვარად, არტერიული წნევის დაქვეითებას.
3. დიეტა №10 ითვალისწინებს ნატრიუმქლორიდისა და სითხის მნიშვნელოვან შეზღუდვას, ნაწლავების მეტეორიზმის გამომწვევი მიზეზების შემცირებას; ქოლესტერინითა და მცენარეული უჯრედისით მდიდარი პროდუქტების შემცირებას; ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის აღმგზნები, თირკმლებისა და ღვიძლის გამღიზიანებელი ექსტრაქტული და სხვ. ნივთიერებების შეზღუდვას. რაციონი მდიდრდება კალიუმის, კალციუმის მარილებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (ლეტიცინი, მეთიონინი); ორგანიზმი უზრუნველყოფილია ვიტამინებით.
4. ენერგეტიკული ღირებულება 9840-10890 კჯ (2350-2600 კკალ). ქიმიური შედგენილობა: 80-90 გ ცილები (60% – ცხოველური), 70 გ ცხიმები (30% – მცენარეული), 350-400 გ ნახშირწყლები, 3-5 გ ნატრუმქლორიდი, 1,2 ლ თავისუფალი სითხე.
5. კერძი მზადდება უმარილო, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ზომიერი მექანიკური დაზოგვით. ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს 5-ჯერ დღეში