1. პური და პურ-ფუნთუშეული: წინა დღით გამომცხვარი ჭვავისა და ხორბლის პური, უცხიმო ნამცხვარი და ბისკვიტი. აკრძალულია: ახალი პური, ფენოვანი და ცხიმიანი ცომეული, ბლინი.
2. ხორცი, ფრინველი, თევზი: უცხიმო, მჭლე (საქონლის, დეკეულის, მჭლე ღორის, ქათმის, ინდაურის, კურდღლის) ხორცი; მოხარშული, შემდეგ კი შებრაწული, თევზი ნაჭრებად, დაბეგვილი. აკრძალულია: ცხიმიანი თევზის, იხვის, ბატის ხორცი, ძეხვეული, შებოლილი, დამარილებული, კონსერვი, ხიზილალა.
3. კვერცხი: 1 ცალი დღეში კულინარული დამუშავების შეუზღუდავად.
4. რძე და რძის პროდუქტები: მოუხდელი რძე (თუ მეტეორიზმს არ იწვევს), ნაღები არაჟანი, ხაჭო, უმარილო ყველი, შემჟავებული რძის სასმელი. აკრძალულია: მარილიანი ყველი.
5. ცხიმები: უმარილო კარაქი და ზეთი. აკრძალულია: ხორცისა და კულინარული ცხიმი.
6. ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები: ყველა სახის ბურღული და მაკარონის ნაწარმი, წყალსა ან რძეზე დამზადებული (ფაფა, პუდინგი, კატლეტი და სხვ.). ავადმყოფს აძლევენ კარტოფილს, ჭარხალს, სტაფილოს, თავიან ან ყვავილოვან კომბოსტოს, მოხარშულს ან შებრაწულს. კიტრი, პომიდორი, სტაფილო, სალათის ფოთოლი, მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში უმი (ნედლი). აკრძალულია: მწნილი, მარინადი, ისპანახი, თალგამი, ბოლოკი, სოკო, მჟაუნა, პარკოსნები (მუხუდო, ლობიო).
7. წვნიანი: ვეგეტარიანული კარტოფილით, ბოსტნეულით, ბურღულით, რძის, ხილის. აკძალულია: ხორცის, თევზის, სოკოს ბულიონი, პარკოსნებით.
8. ბაღჩეული, ტკბილი კერძი და ტკბილეული: რბილი ხილი და კენკროვანი, კომპოტი, კისელი, ჟელე, მუსი, სამბუკი, რძის კრემი, მურაბა, თაფლი,კანფეტი, ზეფირი და პასტილა. აკრძალულია: უხეშუჯრედისიანი ბაღჩეული, უხეშმარცვლოვანი კენკროვანი, შოკოლადი, ნამცხვარი.
9. საწებელი და სანელებელი: საწებელას ამზადებენ ბოსტნეულის ნახარშზე, არაჟნით, რძით, ტომატის, ხილის საწებელა, ვანილი, დარიჩინი, მიხაკი. აკრძალულია: საწებელი ხორცის, თევზისა და სოკოს ნახარშზე, წიწაკა, პირშუშხა და მდოგვი.
10. სასმელი: ღია ფერის ჩაი, ყავა-სუროგატი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი (ყურძნის შეზღუდულია), ასკილის ნახარში. აკრძალულია: მაგარი ჩაი, ნატურალური ყავა, კაკაო, გაზიანი სასმელი
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 33. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტი და კერძი
თავი XIV — სამკურნალო კვება გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. 1. დიეტრაციონი მუშავდება შემდეგი პრინციპის გათვალისწინებით:
- მუხლი 28. სამკურნალო კვება თირეოტოქსიკოზის დროს
- მუხლი 29. დიეტა №9
- მუხლი 30. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 31. სამკურნალო კვება ჰიპერტონიული დაავადების დროს (ზოგადი ნაწილი)
- მუხლი 32. დიეტა №10 (უმარილო დიეტა)
- მუხლი 34. დიეტა №10ა
- მუხლი 35. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 36. დიეტა №10ს
- მუხლი 37. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 37. დიეტა №10ი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 33, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-33/