1. პური და პურ-ფუნთუშეული: ჭვავის ან უხეშად დაფქვილი ხორბლის უმარილო, წინადღის გამომცხვარი პური, ორცხობილა, უცხიმო მშრალი ნამცხვარი, ქატოიანი პური ფოსფატიდებით.
2. ხორცი, ფრინველი, თევზი: უცხიმო, მჭლე, მოხარშული ან შებრაწული, დაბეგვილი ან ნაჭრებად. ლაბასხმული ბოსტნეულის ნახარშზე, მჭლე შაშხი, ზღვის პროდუქტების კერძი, კალმარები, ზღვის ბიბილო. აკრძალულია: ცხიმიანი ხორცი, ფრინველის (ბატის, იხვის) ხორცი, თევზი, შებოლილი, დამარილებული, შებოლილი ხორცი, კონსერვი, დამარილებული თევზი, ხიზილალა, ძეხვეული, ტვინი, თირკმლები, ღვიძლი.
3. კვერცხი: თოხლო (3 ცალამდე კვირაში), ცილოვანი ტაფამწვარი, ორთქლზე დამზადებული.
4. რძე და რძის პროდუქტები: რძე, შემჟავებული რძის სასმელი, უცხიმო ხაჭო, უცხიმო, უმარილო ყველი, არაჟანი შეზღუდული რაოდენობით (ძირითადად კერძში). აკრძალულია: ნარები, ცხიმიანი ხაჭო, მარილიანი და ცხიმიანი ყველი.
5. ცხიმები: კარაქი და ერბო (შეზღუდული), მცენარეული (მეტწილად არარაფინირებული) ზეთი. აკრძალულია: ხორცისა და კულინარული ცხიმი.
6. ბურღულეული, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები: ფანტია ფაფა, მობრაწული, წიწიბურას, ქერის, შვრიისა და სხვა ბურღულეულის პუდინგი. შეზღუდულია მანანის, ბრინჯის, მაკარონის ნაწარმი და პარკოსნები.
7. ბოსტნეული: თითქმია ყველა სახის, გამონაკლისია უხეშუჯრედისიანი ბოსტნეული (თალგამი, ბოლოკი), ისპანახი, მჟაუნა, დაქუცმაცებული უმი ბოსტნეული.
8. ხილი, კენკროვანი, ტკბილეული: მწიფე ხილი, ყველანაირი კენკროვანი. წვენი (ყურძნის წვენის გარდა). ტკბილეული შეზღუდულია 50 გ-მდე. აკრძალულია: უხეშუჯრედისიანი ახალი ხილი.
9. წვნიანი: ვეგეტარიანული, ხილის, რძის (მზადდება უმარილოდ).
10. საწებელი და სანელებლები: ბოსტნეულის ნახარშზე, რძის საწებელი, ხილისა და კენკრის მოსასხმელი, დარიჩინი, ლიმონის მჟავა, ვანილინი. შეზღუდულია მაიონეზი და პირშუშხა. აკრძალულია: თევზის, ხორცისა და სოკოს საწებელი, მდოგვი, წიწაკა.
11. სასმელი: ღია ფერის ჩაი, ყავა-სუროგატი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ასკილის ნახარში. აკრძალულია: მაგარი ჩაი, ნატურალური ყავა, კაკაო.
თავი XVI. სამკურნალო კვება მიოკარდიუმის ინფარქტის დრო
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 37. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
თავი XV — სამკურნალო კვება ათეროსკლეროზის დროს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 31. სამკურნალო კვება ჰიპერტონიული დაავადების დროს (ზოგადი ნაწილი)
- მუხლი 32. დიეტა №10 (უმარილო დიეტა)
- მუხლი 33. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტი და კერძი
- მუხლი 34. დიეტა №10ა
- მუხლი 35. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 36. დიეტა №10ს
- მუხლი 37. დიეტა №10ი
- მუხლი 38. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 39. დიეტა №11
- მუხლი 40. ტუბერკულოზით დაავადებულთათვის შემუშავებულია №11 დიეტის 5 ვარიანტი
- მუხლი 41. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 37, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-37/