ა) I ვარიანტი. უნიშნავენ ისეთ ავადმყოფებს, რომელთაც დაქვეითებული აქვთ ორგანიზმის რეაქტიულობა, საერთო ჰიპოტონია, სუფერბილური ტემპერატურა, დაავადების დუნედ მიმდინარეობა. ამ ვარიანტის ქიმიური შედგენილობაა: 140 გ ცილები, 100 გ ცხიმები, 350-400 გ ნახშირწყლები (ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების შეზღუდვით). დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულებაა: 2700-3000 კკალ, ასკორბინმჟავა 300 მგ, ვიტამინი B1 5 მგ. კვება დღეში 5-6-ჯერადია;
ბ) II ვარიანტი. უნიშნავენ მომატებული ნერვული აგზნებადობის, სხეულის მასის დეფიციტის, მომატებული ტემპერატურის (380C–მდე) შემთხვევაში ქსოვილის გაძლიერებული დაშლის ნიშნების გარეშე, ფილტვების, პლევრის, ლიმფური კვანძებისა და სახსრების ტუბერკულოზის პროცესის ჩაქრობის პერიოდში. N 11 დიეტის II ვარიანტის ქიმიური შედგენილობაა: 110-120 გ ცილები, 120 გ-მდე ცხიმები, 500-550 გ ნახშირწყლები, ასკორბინმჟავა 300 მგ. ენერგეტიკული ღირებულებაა: 3000-3500 კკალ. რეკომენდებულია კალციუმით მდიდარი პროდუქტები (რძე, რძის პროდუქტები, კვერცხი). კვება 5-ჯერადია დღეში;
გ) III ვარიანტი. უნიშნავენ გამწვავების პერიოდში, თუ ქსოვილის დაშლის პროცესი გამოხატულია, მაღალი ტემპერატურისა და გამოფიტვით მიმდინარე მნიშვნელოვანი ანთებითი გამოვლინებისას. ამ შემთხვევაში შეინიშნება ცილების გაძლიერებული დაშლა. დიეტის ქიმიური შედგენილობაა: 120-140 გ ცილები, 100 გ ცხიმები, 400-500 გ ნახშირწყლები. ენერგეტიკული ღირებულებაა: 3000-3500 კკალ. მკვეთრი ინტოქსიკაციისა და დაქვეითებული ჟანგვითი პროცესების გამო აუცილებელია ჭარბი რაოდენობით ასკორბინმჟავას შეყვანა. დანარჩენი ვიტამინები რეკომენდებულია ფიზიოლოგიური ნორმების ფარგლებში. კალციუმი 2 გ დღეში, სუფრის მარილი – 8გ;
დ) IV ვარიანტი. უნიშნავენ ავადმყოფებს, რომელთაც აშკარად გამოხატული ალერგიული მოვლენები აქვთ. დიეტაში შეზღუდულია ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები. ქიმიური შედგენილობა: 120 გ ცილები, 110 გ ცხიმები, 250-300 გ ნახშირწყლები. ენერგეტიკული ღირებულებაა: 2500-3000 კკალ. ვიტამინები ფიზიოლოგიური ნორმების ფარგლებში. კალციუმი 2-5 გ დღეში;
ე) V ვარიანტი. უნიშნავენ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ექსუდატისა და ტრანსუდატისადმი მიდრეკილება. დიეტა მარილის დამატების გარეშეა. ქიმიური შედგენილობა: 100-120 გ ცილები, 120-130 გ ცხიმები, 300-350 გ ნახშირწყლები. ენერგეტიკული ღირებულებაა 3000 კკალ. კალციუმი არანაკლებ 2 გ დღეში. სითხის რაოდენობა შეზღუდულია 800-1000 მლ-მდე დღეშ
სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.09.2002
მუხლი 40. ტუბერკულოზით დაავადებულთათვის შემუშავებულია №11 დიეტის 5 ვარიანტი
თავი XVII — სამკურნალო კვება ტუბერკულოზის დროს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 35. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 36. დიეტა №10ს
- მუხლი 37. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 37. დიეტა №10ი
- მუხლი 38. რეკომენდებული და აკრძალული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 39. დიეტა №11
- მუხლი 41. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 42. №12 დიეტა გამოყენებულია ნერვული სისტემის დაავადებისას. ქიმიური შედგენილობით იგი უახლოვდება №15 დიეტას. პრაქტიკულად №12 დიეტას აღარ უნიშნავენ ავადმყოფებს. ნერვული სისტემის დაავადების ხასიათისა და ორგან
- მუხლი 43. დიეტა №13
- მუხლი 44. რეკომენდებული პროდუქტები და კერძები
- მუხლი 45. დიეტა №14
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამკურნალო დიეტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 40, №258/ნ, 17.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.492 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54274/muxli-40/