1. დიეტა №8 გამოიყენება. სიმსუქნის დროს (საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციური დარღვევის გარეშე).
2. დიეტის მიზნობრივ დანიშნულებას წარმოადგენს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილების დაგროვების თავიდან აცილება.
3. დიეტა №8-ის დროს ხდება ენერგეტიკული ღირებულების დაქვეითება ნახშირწყლების (განსაკუთრებით ადვილად შეწოვადი) და, შედარებით ნაკლებად, – ცხიმების ხარჯზე. იზღუდება, აგრეთვე ნატრიუმქლორიდისა და თავისუფალი სითხის რაოდენობა. საჭიროა ცილებისა და უჯრედისის ზომიერი შემცველობა (განსაკუთრებით ცხოველური ცილის ხარჯზე), ექსტრაქტული ნივთიერებებისა და საგემოვნო სანელებლების გამოთიშვა.
4. ენერგეტიკული ღირებულებაა 6700-7750 კჯ (1600-1850 კკალ). ქიმიური შემადგენლობა კი შემდეგნაირია: 80-90 გ ცილები (60% – ცხოველური), 70-80 გ ცხიმები (25-30% – მცენარეული), 120-150 გ ნახშირწყლები, 5-6 გ ნატრიუმქლორიდი (3 გ-ს აძლევენ ავადმყოფს ხელზე ცალკეული კერძის დასამარილებლად, დანარჩენ 3 გ-ს კი შეიცავს ნატურალური საკვები პროდუქტები), 1-1,5 ლ თავისუფალი სითხე.
5. საკვები მოხარშულია, ჩათუშული ან გამომცხვარი, მარილისა და სანელებლების გარეშე. ავადმყოფს საკვებს აძლევენ 6-ჯერ დღეში. შაქრის ნაცვლად იყენებენ მის შემცვლელებს (ასპარტამი, ქსილიტი, სორბიტი და სხვ.)