სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2022 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 22.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 470070000.22.034.017246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2022
matsne.gov.ge 307 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2023 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 100% 06.10.2023 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2021 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 20.04.2021 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2026 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.01.2026 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2020 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 30.01.2020 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ზოგიერთ სამკურნალო საშუალებაზე 2017 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 09.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2022 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №59/№01-52/ნ 2022 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე 2022 წლის ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: მუხლი 1🔗 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ ცალკეულ სამკურნალო საშუალებებზე საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის შიდა კვოტის განსაზღვრის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი საბჭოს 2022 წლის 3 მაისის სხდომის (ოქმი №1) გადაწყვეტილების შესაბამისად: 1. დადგინდეს 2022 წლის ქვეყნის შიდა კვოტები სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებულ შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე: ა) გაბაპენტინი; ბ) ბაკლოფენი; გ) ზოპიკლონი; დ) ზალეპლონი; ე) დექსტრომეტორფანი; ვ) ტროპიკამიდი; ზ) პრეგაბალინი; თ) ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი. 2. ქვეყნის შიდა კვოტები 2022 წლისათვის განისაზღვროს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამკურნალო საშუალებებზე (აქტიურ ნივთიერებებზე გადაანგარიშებით) შემდეგი ოდენობებით: ა) გაბაპენტინისთვის – 712 622.65 გრამი; ბ) ბაკლოფენისთვის – 50 000 გრამი; გ) ზოპიკლონისთვის – 2 411.959 გრამი; დ) ზალეპლონისთვის – 982.425 გრამი; ე) დექსტრომეტორფანისთვის – 2 769.58 გრამი; ვ) ტროპიკამიდისთვის – 300 გრამი; ზ) პრეგაბალინისთვის – 150 000 გრამი; თ) ტრიჰექსილფენიდილის ჰიდროქლორიდისთვის – 19 250 გრამი. 3. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადებში, იმპორტი გამოცხადდეს 2022 წლის მთლიან წლიურ შიდა კვოტაზე. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაურისაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი