„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25-მაისის N-09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.115.016356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2022 წლის 24 ივნისი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25-მაისის №-09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის,93-ე მუხლის მე-2 პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 მაისის №-09 დადგენილებაში და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვროს 1 (ერთი) ლარი ერთ სულზე,მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) ლარისა სულზე, ამასთან სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 (ოთხი) სულით ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად;“.

2.დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით,

„ა) საოჯახო სასტუმროებისათვის, გარე მოვაჭრეებისათვის 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.“.

ბ) მაღაზიები, აფთიაქები, სილამაზის სალონები – 10.კვ/მ-მდე ფართი 10-ლარი, 10კვ/მ ზემოთ 20 ლარი.

გ)  სასტუმრო, საჯარო სკოლები, ბენზოგასამართ სადგურები და საავადმყოფო 50 ლარი.

დ) კვების ობიექტები 30 ლარი.

 ე) სხვა დაწესებულებებისათვის 20 (ოცი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი