,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.115.016295
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2019 წლის 14 მაისი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება   ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის   31 -მარტის  №11   დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 210020010.35.115.016162  06/04/2015  წ.) და   დადგენილების პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასუფთავების ადგილობრივი  მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების გადასახადი განისაზღვროს 0.5 ლარი ერთ ერთეულზე,  მაგრამ არაუმეტეს  3 (სამი)  ლარისა სულზე, ამასთან სულადობის მაქსიმალური  ზღვრული ოდენობა შეადგენს 4(ოთხ) სულს;

2. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დასუფთავების გადასახადი     განისაზღვროს  0,25 ლარით;

3. იურიდიული პირებისათვის, ინდმეწარმეებისათვის და დაწესებულებებისათვის დაწესდეს ყოველთვიური მოსაკრებელი.

ა) ა(ა)იპ-ების, შპს-ების, ინდმეწარმეების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისათვის და სხვა დაწესებულებებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვროს 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე ყოველთვიურად;

ბ) საოჯახო სასტუმროსა და გარე მოვაჭრეებისათვის სეზონურად 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე“.

მუხლი  2. შევიდეს ცვლილება  ლენტეხის მუნიციპალიტეტში  დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში (დანართი №1) და დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსაკრებლებზე ხელშეკრულება გააფორმოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრების სამსახურის მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილებამ“.

მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისი ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გადასახადის გადამხდელს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად“.

მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ საკითხზე კონტროლი დაევალოს მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.05.2019.
როდის იქნა მიღებული „,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 14.05.2019. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.115.016295.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.05.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №16, 14.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.115.016295 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4562013/