,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის N-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2018 წლის 30 იანვარი დაბა ლენტეხი |
ა) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური პირებისათვის გადასახადი განისაზღვროს 0,25-ლარი თვეში ერთ სულზე.“;
ბ) პირველ მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„9. დასუფთავების მოსაკრებლისაგან გათავისუფლდნენ სოციალურად დაუცველი პირები.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს (დანართი №1 -ის მიხედვით).
|
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.
3. ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
4. დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. სამართალდარღვევების გამოვლენასა და კონტროლს, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ახორციელებს მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება სპეციალურად ამ საქმიანობისათვის გამოყოფილი მაკონტროლებელ ჯგუფთან ერთად.
5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება ა(ა)იპ კომუნალური მომსახურებისა და კეთილმოწყობის სამსახურის მეშვეობით.
2. მოსაკრებლის გადახდა ხდება ფიქსირებული გადასახადის შესაბამისად.
3.გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1- წლის განმავლობაში .
4. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
5. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. ნარჩენის წარმომქნელ სუბიექტს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შეუწყდება იმ თვის დასრულებასთან ერთად, რომელ თვეშიც მან შეწყვიტა ნარჩენების წარმოქმნა.
2. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის 25-რიცხვამდე.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
1. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ლენტეხის კომუნალური მომსახურეობისა და კეთილმოწყობის სამსახურს.
2. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონტროლი ევალება მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილებას.