,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 31 მარტის N- 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2015 წლის 9 ივნისი დ. ლენტეხი |
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ,, მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ. ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’, საქართველოს კანონის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:’’
გ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასუფთავებისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. ფიზიკური პირებისათვის დაწესდეს შეღავათი და გადასახადი განისაზღვროს 0-ლარი.
2. იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისა და ინდმეწარმეებისათვის დაწესდეს ყოველთვიური მოსაკრებელი შემდეგის მიხედვით:
ა) სახერხი საამქროები-50 ლარი;
ბ) მაღაზიები - 5 ლარი;
გ) საზ. კვების ობიექტები-10ლარი;
დ) გარემოვაჭრეები-20ლარი;
ე) ა (ა) ი პ-ები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები - 20 ლარი.
3. ბენზოგასამართი სადგურები-10ლარი;
4. საოჯახო სასტუმროები სეზონურად 20-ლარი;
5. საყოფაცხოვრებო ობიექტები 10-ლარი;
6. აფთიაქები-10ლარი;
7.საბანკეტო დარბაზი-20-ლარი;
8.სხვა დაწესებულებები-20 ლარი.
დ) დადგენილებას დაემატოს მუხლი 11 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი11. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი N1-ის მიხედვით“.
|
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
3. ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
4.დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ახორციელებს გამგეობის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება.
5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.
2. მოსაკრებლის გადახდა ხდება ფიქსირებული გადასახადის შესაბამისად .
3. გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1-წლის განმავლობაში.
4. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
5. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის 25 რიცხვამდე.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.