სს „რაზგალ ჯორჯიას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „რაზგალ ჯორჯიას“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რაზგალ ენერჯი" (Razgal Energy Ltd) (ისრაელის კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ 513176818), როგორც სააქციო საზოგადოება „რაზგალ ჯორჯიას“ (ს/კ 405113871, შემდგომში „საზოგადოება“) 1,627,090 (99.99939%) გამოშვებული აქციის მფლობელი,მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 225 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს „საზოგადოების“ მინორიტარი აქციონერის საკუთრებაში არსებული „საზოგადოების“აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.
წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან (როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3099 მუხლი) ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოში), „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 225 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესის შესაბამისად, შპს „რაზგალ ენერჯი“ განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი დადგენილი იქნება სასამართლოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის მიერ.
„საზოგადოების“აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შპს „რაზგალ ენერჯი“ ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, „საზოგადოების“სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ „საზოგადოების“აქციონერს ეცნობება კანონით გათვალისწინებული წესით და მა ს შესაძლებლობა ექნება მიიღო ს საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: „საზოგადოების“ რესტრუქტურიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „რაზგალ ენერჯის“წარმომადგენელს – ირაკლი ფიფიას,მის.: ქ. თბილისი, მელიქიშვილის გამზირი №8ა, ტელ.: 593999981, ელექტრონული მისამართი: irakli.pipia@dentons.com .
ნინო ფხოველიშვილი