„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№336
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.017624
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №336

2022 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005  წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, №41, 08/04/2005, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.007.224) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ ბრძანების მიზნებისთვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მივლინება – დამქირავებლის ბრძანებით ან/და დავალებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნის ფარგლების გარეთ. ქვეყნის ფარგლების გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი;

ბ) გრძელვადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

გ) მოკლევადიანი მივლინება – ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის გაგზავნა 30 ან ნაკლები კალენდარული დღის ვადით;

დ) დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული – დაქირავებით მუშაობა, დამქირავებელი და დაქირავებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად;

ე) მუდმივი სამუშაო ადგილი – ტერიტორია, სადაც დაქირავებული, შრომითი ხელშეკრულების ან ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული სამუშაო დროის პერიოდში (ფიქსირებულ სამუშაო საათებში) დამქირავებელს უსრულებს სამუშაოს, რომელიც რეგულარულ და არაერთჯერად ხასიათს ატარებს;

ვ) უქმე დღე – საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;

ზ) მივლინებაში გამგზავრების დღე, მივლინებიდან დაბრუნების დღე – დღე, რომლის 24 საათამდე განხორციელდა შესაბამისი მოქმედება (გამგზავრება ან დაბრუნება).

2. ქვეყნის ფარგლებში დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;

ბ) მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.

3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაქირავებულის მივლინებისას:

ა) მივლინების სადღეღამისო და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვროს თანახმად დანართი №1-ისა, რომლებიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად;

ბ) მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის (ან მისი შესაბამისი კლასის) ბილეთის ღირებულებისა.“.

2. მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

 „31. გრძელვადიანი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯების ნორმები განისაზღვროს დანართი №1-ის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით (სვეტი №3), ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მომსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.

32. დამქირავებლის მიერ იმ დაქირავებულის საქართველოში მივლინებისას, რომლის მუდმივი სამუშაო ადგილი მდებარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამივლინებო ხარჯების განსაზღვრისათვის გამოიყენება ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისათვის ამ ბრძანებით დადგენილი ნორმები.“;

3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №1

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისათვის სადღეღამისო ხარჯებისათვის და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები

სადღეღამისო ნორმები
ქვეყნის დასახელება უცხოური ვალუტის დასახელება მოკლევადიანი მივლინებისას საზღვარგარეთ საქ. დაწესებულების მოსამსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა
1 2 3 4 5
ავსტრალიის თანამეგობრობა  ავსტრალიური დოლარი 80 50 210
ავსტრიის რესპუბლიკა   ევრო 60 40 150
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 100
აზერბაიჯანის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 140
ალბანეთის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 140
ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 100
ამერიკის შეერთებული შტატები   აშშ დოლარი 75 50 240
ანგოლის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 100
ანდორის სამთავრო   ევრო 60 40 150
ანტიგუა და ბარბუდა   აშშ დოლარი 45 30 100
არაბთა გაერთიანებული საამიროები   აშშ დოლარი 45 30 150
არგენტინის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 140
ახალი ზელანდია   აშშ დოლარი 45 30 140
ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა  აშშ დოლარი 45 30 100
ბარბადოსი   აშშ დოლარი 45 30 100
ბაჰრეინის სამეფო   აშშ დოლარი 45 30 150
ბაჰამის თანამეგობრობა   აშშ დოლარი 60 40 150
ბელარუსის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 140
ბელგიის სამეფო   ევრო 60 40 180
ბელიზი   აშშ დოლარი 45 30 120
ბენინი   აშშ დოლარი 45 30 140
ბერმუდის კუნძულები   აშშ დოლარი 45 30 140
ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფო   აშშ დოლარი 45 30 100
ბოსნია და ჰერცოგოვინა   აშშ დოლარი 45 30 100
ბოტსვანის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 140
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა  აშშ დოლარი 60 40 150
ბრუნეი დარუსალამი   აშშ დოლარი 45 30 150
ბულგარეთის რესპუბლიკა ევრო 45 30 120
 ბურკინა-ფასო   აშშ დოლარი 45 30 100
 გაბონი   აშშ დოლარი 45 30 140
გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 150
გამბია   აშშ დოლარი 45 30 100
განა   აშშ დოლარი 45 30 100
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა   ევრო 65 40 180
გვატემალის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 120
გვინეა   აშშ დოლარი 45 30 150
გვინეა-ბისაუ   აშშ დოლარი 45 30 100
გიბრალტარი   აშშ დოლარი 45 30 100
გრენადა   აშშ დოლარი 45 30 150
დანიის სამეფო   დანიური კრონა 465 325 1318
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ინგლისური გირვანქა სტერლინგი 60 38 180
 დომინიკის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 100
დომინიკის თანამეგობრობა   აშშ დოლარი 45 30 100
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 120
ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა  აშშ დოლარი 45 30 100
ეკვადორის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 150
  ეკვატორიული გვინეა   აშშ დოლარი 45 30 100
ერაყის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 100

ესპანეთის სამეფო

  ევრო 60 40 180

ესტონეთის რესპუბლიკა

  ევრო 45 30 140

ვანუატუს რესპუბლიკა

 აშშ დოლარი 45 30 100

ვენესუელა

  აშშ დოლარი 45 30 120

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

ზამბიის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 120

ზიმბაბვეს რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

თურქეთის რესპუბლიკა

ევრო 45 30 100

თურქმენეთი

  აშშ დოლარი 45 30 100

იამაიკა

  აშშ დოლარი 45 30 140

იაპონია

  იაპონური იენა 9100 5685 27300

იემენის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

ინდოეთის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 140

ინდონეზიის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო

  აშშ დოლარი 45 30 120
ირანის ისლამური რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 100
ირლანდია   ევრო 60 40 180

ისლანდიის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 60 40 180
ისრაელის სახელმწიფო   აშშ დოლარი 60 40 150

იტალიის რესპუბლიკა

  ევრო 60 40 150

  სერბეთის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 120

კაბო-ვერდე

  აშშ დოლარი 45 30 100

კაიმანის კუნძულები

  აშშ დოლარი 45 30 120

კამბოჯის სამეფო

  აშშ დოლარი 45 30 100

კანადა

  აშშ დოლარი 60 40 180

კატარის სახელმწიფო

  აშშ დოლარი 45 30 120

კენიის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 140

კვიპროსის რესპუბლიკა

ევრო 60 40 150

კირიბატის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

კოლუმბიის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

კომორის კუნძულები

  აშშ დოლარი 45 30 100

კონგო

  აშშ დოლარი 45 30 100

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 120

კოსტა - რიკის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

კოტ დიუვარი

  აშშ დოლარი 45 30 140

კუბის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 100

ლატვიის რესპუბლიკა

ევრო 45 30 140

ლესოტოს სამეფო

  აშშ დოლარი 45 30 100

ლიბანის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

ლიბერია

  აშშ დოლარი 45 30 100

ლიბია

  აშშ დოლარი 45 30 100
ლიეტუვას რესპუბლიკა ევრო 45 30 140

ლიხტენშტაინის სამთავრო

  შვეიცარული ფრანკი 60 37 138

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

  ევრო 60 40 150

მადაგასკარის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

მავრიკის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

მაკაო

  აშშ დოლარი 45 30 100

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 140

მალავის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

მალაიზია

მალაიზიური რინგიტი 160 100 420

მალდივების რესპუბლიკა

  აშშ დოლარი  45 30 100

მალი

  აშშ დოლარი 45 30 100

მალტის რესპუბლიკა

  ევრო 45 30 140

მარშალის კუნძულების რესპუბლიკა

 აშშ დოლარი  45 30 100

მაროკოს სამეფო

  აშშ დოლარი 45 30 100

მექსიკის შეერთებული შტატები

  აშშ დოლარი 45 30 120

მიანმა

  აშშ დოლარი 45 30 100

მიკრონეზიის ფედერაციული შტატები

 აშშ დოლარი  45 30 100

მოზამბიკის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

მოლდოვას რესპუბლიკა

ევრო 45 30 140

მონაკოს სამთავრო

  ევრო 60 40 150

მონტენეგრო

ევრო 45 30 120

მონღოლეთი

  აშშ დოლარი 45 30 100

ნამიბიის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

ნიგერი

  აშშ დოლარი 45 30 100

ნიგერია

  აშშ დოლარი 45 30 120

 ნიდერლანდების სამეფო

  ევრო 60 40 180

ნიკარაგუა

  აშშ დოლარი 45 30 100

ნორვეგიის სამეფო

  ნორვეგიული კრონა 680 400 1800

ომანის სასულთნო

  აშშ დოლარი 45 30 120

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

 პალაუს რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

პანამის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 120

პაპუა ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფო

  აშშ დოლარი 45 30 120

პარაგვაის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

პერუს რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 120

პოლონეთის რესპუბლიკა

ევრო 45 30 140

პორტუგალიის რესპუბლიკა

  ევრო 45 40 150

პუერტო-რიკო

  აშშ დოლარი 45 30 140

რუანდის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

რუმინეთი

ევრო 45 30 140

რუსეთის ფედერაცია

  აშშ დოლარი 45 30 180

საბერძნეთის რესპუბლიკა

  ევრო 45 30 140

სალვადორის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

სამოის დამოუკიდებელი სახელმწიფო

  აშშ დოლარი 45 30 100

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 29 60

კორეის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 60 40 150

 სან-მარინოს რესპუბლიკა

  ევრო 45 30 120

 სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

საუდის არაბეთის სამეფო

  აშშ დოლარი 60 40 150

საფრანგეთის რესპუბლიკა

  ევრო 65 44 176

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები

  ევრო 60 40 150

სეიშელის რესპუბლიკა

 აშშ დოლარი 60 40 150

სენეგალი

 აშშ დოლარი 45 30 100

სენტ-ლუსია

  აშშ დოლარი 45 30 150

ესვატინის სამეფო

  აშშ დოლარი 45 30 120

 სიერა-ლეონე

  აშშ დოლარი 45 30 100

სინგაპურის რესპუბლიკა

სინგაპურული დოლარი 100 65 327

 სირია

  აშშ დოლარი 45 30 100

სლოვაკეთის რესპუბლიკა

ევრო 45 30 120

სლოვენიის რესპუბლიკა

ევრო 45 30 100

სოლომონის კუნძულები

აშშ დოლარი 45 30 100

სომალის ფედერაციული რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

სომხეთის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 120

სუდანის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 60 40 150

სურინამის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 120

ტაივანი

  აშშ დოლარი 45 30 140

ტაილანდის სამეფო

  აშშ დოლარი 60 40 150

ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

ტაჯიკეთის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

ტოგო

  აშშ დოლარი 45 30 100

ტონგის სამეფო

  აშშ დოლარი 45 30 100

ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 150

ტუნისის რესპუბლიკა

 აშშ დოლარი  45 30 100

უგანდის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 100

 უზბეკეთის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 120

 უკრაინა

  აშშ დოლარი 45 30 180

უნგრეთი

ევრო 45 30 180

ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა

 აშშ დოლარი 45 30 100

ფილიპინების რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 140

ფინეთის რესპუბლიკა

 ევრო 75 45 200
ფიჯის რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 100
ქუვეითის სახელმწიფო ქუვეითური დინარი 15 9 45
ყაზახეთის რესპუბლიკა   აშშ დოლარი 45 30 150

ყირგიზეთის რესპუბლიკა

  აშშ დოლარი 45 30 150

შვეიცარიის კონფედერაცია

  შვეიცარული ფრანკი 74 46 220

შვედეთის სამეფო

 შვედური კრონა 680 400 1816
შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა აშშ დოლარი 45 30 120

ჩადის რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 100

ჩეხეთის რესპუბლიკა

ევრო 45 30 180

ჩილეს რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 120

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 150

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 100

ხორვატიის რესპუბლიკა

ევრო 45 30 180

ჰაიტის რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 100

ჰონდურასის რესპუბლიკა

 აშშ დოლარი 45 30 100

ბჰუტანის სამეფო

აშშ დოლარი 45 30 100

ბურუნდის რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 100

კამერუნის რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 100

ჯიბუტის რესპუბლიკა

 აშშ დოლარი 45 30 100

ერითრეა

აშშ დოლარი 45 30 100

ნაურუს რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 100

სენტ-ვინსენტი და გრენადინები

აშშ დოლარი 45 30 100

ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა

აშშ დოლარი 45 30 100

ტუვალუ

აშშ დოლარი 45 30 100