„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5826
სარეგისტრაციო კოდი
010320040.43.048.016023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის

ბრძანება №5826

2022 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 6 აპრილის №59 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/04/2016, 010320040.43.048.016016) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) არის სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელიც მსახურობს სამხედრო ან სპეციალური წოდებით, აგრეთვე სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული პირი, რომელიც არ მსახურობს სამხედრო ან სპეციალური წოდებით (სამოქალაქო პირი) და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

2. სამსახურის მოსამსახურეები ნაწილდებიან თანამდებობრივ იერარქიაში, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური საქმიანობის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მისაღები კანდიდატებისთვის, როგორც წესი, სავალდებულოა მინიმუმ 2 (ორი) უცხო ენის ცოდნა, მათ შორის, ერთი უცხო ენა მაღალ დონეზე, ხოლო მეორე – საშუალო დონეზე.“.

3. მე-8 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ინიშნება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 12 თვისა. გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მიზანია პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების, პირადი თვისებების და შესასრულებელი სამუშაოსთვის შესაბამისობის შემოწმება. ამ ვადაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო გაცდენილი დრო.“;

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. მოსამსახურე, სამსახურში დანიშვნიდან/მიღებიდან არაუგვიანეს 12 თვის ვადაში ექვემდებარება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსის გავლას. სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და მისი ხანგრძლივობის შემცირების საკითხები შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.“.

4. მე-19 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელფასი მოიცავს მოსამსახურის თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში – შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ოდენობას.“.

5. მე-8 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VIII

სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება სამსახურიდან გათავისუფლება

 

6. 28- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის სხვა სამსახურებრივი მოვალეობის დაკისრებისას;“.

7. 29- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 29. სამსახურის მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება

1. სამსახურის მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები განისაზღვრება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით.

2. სამსახურის მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

3. სამსახურის უფროსი, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ი“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, სამსახურის მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით.“.

8. 38- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურთათვის სპეციალური წოდებით სამსახურის ზღვრული ასაკია:

ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 55 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 60 წელი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის – 65 წელი.“.

 9. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განსაკუთრებულ დამსახურებად მიჩნეულ იქნეს სამსახურის გავლის პერიოდში გამოჩენილი მაღალი  კვალიფიკაციის გამომჟღავნება, სადაზვერვო  ან სხვა სამსახურეობრივი დავალების წარმატებით შესრულება ან/და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.“.

 10. ამოღებულ იქნეს 442 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და 442 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტები.


მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსიშალვა ლომიძე