საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებულ ,,განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ” ინსტრუქციაში ცვილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.969
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №364
2003 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებული “განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
“განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზა და უტილიზაციის სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებული “განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ” (გამოქვეყნებულია გაზეთ “ფინანსებში” 1998 წ. №15 (103)) ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მოქმედი კანონმდებლობის და საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების” 31-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:”.
2) ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის დეპარტამენტის, ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამმართველო და დაინტერესებული პირები (იურიდიული ან ფიზიკური), დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, დებენ ხელშეკრულებას განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ვაუჩერების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (შემდგომში “სალიკვიდაციო დოკუმენტების”) ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ”.
3) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. სალიკვიდაციო დოკუმენტები მიიღება ტომრებით ან ამანათებით (შემდგომში _ “ამანათი”). ისინი დალუქულია გამომგზავნის ლუქის ბეჭდით და თითოეული ამანათის იარლიყზე ნაჩვენებია მასში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების რაოდენობა და დაზღვეულია.
ა. ამანათებს, თითოეულს ცალ-ცალკე, თან უნდა ახლდეს ორ ცალად შევსებული უწყისი ფ.№95 ან ფ.№95-ბ.
ბ. ამანათებში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები დალაგებული უნდა იყოს ტირაჟის მიხედვით, ნეკნებად (ასი ცალი) და კონებად (ათასი ცალი), რომელთა ბანდეროლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ დამთვლელთა ხელის მოწერა.
გ. ამანათებში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები უნდა იყოს გაუქმებული, ე.ი. დაზიანებული (გახვრეტილი) უნდა ჰქონდეთ ნომრის ბოლო ორი ციფრი.
დ. მოგებახვედრილ ან განაღდებულ სალიკვიდაციო დოკუმენტს დაზიანებული უნდა ჰქონდეს დასახელების (დოკუმენტის სახეობა) პირველი ორი ასო.
ე. ლატარიის გამომშვებმა (ფიზიკურმა) იურდიულმა პირმა სამმართველოში უნდა წარმოადგინოს გათამაშების ცხრილები, ოფიციალური ცნობა სტამბიდან თითოეული ტირაჟის მიხედვით დაბეჭდილი ბილეთების რაოდენობის შესახებ (ნუმერაციის ჩვენებით).
4) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისი “ვ” და “ზ” ქვეპუნქტები:
“ვ იმ შემთხვევაში, თუ საუტილიზაციო დოკუმენტები მოცემულია საბჭოთა მანეთებში ან ქართულ კუპონებში, აგრეთვე ორგანიზაციას არ გააჩნია მათი გამოშვების ანგარიშფაქტურა, (როგორც გამონაკლისი) კურატორი მინისტრის მოადგილის ნებართვით, სამმართველოს შეუძლია მოახდინოს აღნიშნული დოკუმენტების როგორც რაოდენობრივი, ისე თანხობრივი უტილიზაცია, თუ ორგანიზაცია წარმოადგენს აუდიტის დასკვნას, დოკუმენტების ღირებულებას ლარებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი რაოდენობრივი უტილიზაცია. თუ ორგანიზაციას სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლია საუტილიზაციო დოკუმენტების ჩაბარება სამმართველოში (მინის ტარაზე მიკრული ეტიკეტები ან სხვა) სამინისტროს ხელმძღვანელობის ნებართვით შეიძლება შექმნილი იქნას გასვლითი საუტილიზაციო კომისია. აღნიშნული კომისია უტილიზაციას განახორციელებს ორგანიზაციის შენობაში ან მის ტერიტორიაზე.
ზ) ტოტალიზატორის ბარათების ამანათები ბარდება ექსპერტიზის ჩასატარებლად ფ-95-ბ-ით, ხოლო გამოუყენებელი ბარათები ფ95-ით. ამანათებში მოთავსებული ტოტალიზატორის ბარათები უნდა იყოს დალაგებული შემდეგნაირად: მოგებახვედრილი (2 ეგზემპლარად) და მოგების გარეშე დარჩენილი ბარათები (1 ეგზემპლარად). ტოტალიზატორის ბარათების ყველა რეკვიზიტი უნდა იყოს შევსებული (ან ამობეჭდილი) გარკვევით. ლატარიის ბილეთები მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები გაყალბების თავიდან აცილების მიზნით უნდა იყოს ლეგალიზებული”.
5) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. კავშირგაბმულობის ან სხვა სახის ორგანიზაციის (შემდგომში _ ორგანიზაციის) მეშვეობით გამოგზავნილი ამანათების მისაღებად ამ ორგანიზაციაში მიდიან საცავზე პასუხისმგებელი პირი და ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი. ამანათის მისაღებად ისინი ვალდებულნი არიან შეამოწმონ თითოეული მათგანის შეფუთვის, ლუქის, შ მოსაკრავის მთლიანობა და სადაზღვეო შეფასება.
ა) თუ ამანათის შეფუთვა, ლუქის ბეჭედი და შემოსაკრავი დაზიანებულია, იგი იხსნება და ფურცლობრივი გადათვლით მოწმდება საცავზე პასუხისმგებელი პირის, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირისა და ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ. ფურცლობრივი გადათვლის შედეგები უნდა შეედაროს თანდართულ აქტს ფ.№95. შეფუთვადაზიანებული ამანათების გახსნაზე და მასში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების შ მოწმების შედეგებზე დგება ოქმი ორ პირად, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი, საცავზე პასუხისმგებელი პირისა და ორგანიზაციის წარმომადგენლის ხელის მოწერით, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზაციის და სამმართველოს ბეჭდებით, აქტის ერთი ეგზემპლარი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსულ საბუთებს, ხოლო მეორე რჩება ორგანიზაციაში.
ბ) თუ შეფუთვადაზიანებულ ამანათებში აღმოჩნდა სალიკვიდაციო დოკუმენტების დანაკლისი, მაშინ ამანათების გახსნაზე დგება აქტი სამ ეგზემპლარად. მესამე პირი ეგზავნება გამომგზავნ დაწესებულებას ორგანიზაციისადმი პრეტენზიის წარსადგენად. ამ შემთხვევაში საცავზე პასუხისმგებელი პირი ამანათების მიღებაზე ხელის მოწერისას აკეთებს აღნიშვნას “მიღებულია აქტით”, ხოლო ამანათი, რომელშიც აღმოჩნდა დანაკლისი, მიიღება მასში ფაქტიურად არსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების ოდენობით.”
6) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. სამმართველოში მოტანილი სალიკვიდაციო დოკუმენტებიან ამანათებს იღებს საცავზე პასუხისმგებელი პირი, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. მიღებულ ამანათებზე გაიცემა ბეჭედდასმული შესაბამისი ცნობა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ამანათში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები მიღებულია გადაუთვლელად”.
7) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. სამმართველოს მიერ მიღებულ ამანათებს საცავზე პასუხისმგებელი პირი რიგითობის დაცვით ატარებს ფ.№152 წიგნში.
6. გაცემულ ცნობაზე დაისმევა რიგითი ნომერი, რომლითაც ის ჩაწერილია ფ.№152 წიგნში. ეს საბუთი საცავზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით გადაეცემა ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელ პირს ამანათების შემოსავალში ასაყვანად.”
8) ამოღებულ იქნას ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი.
9) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“9. სამუშაოს მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით, სამმართველოს ხელმძღვანელობას, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, შეუძლია ხელშეკრულებით მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტები.
10. სამმართველოს თითოეული მუშაკი ვალდებულია სამმართველოს უფროსს მოახსენოს დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევის შესახებ, ხოლო სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მოახსენოს ამ დარღვევების შესახებ _ დეპარტამენტის უფროსს. ექსპერტიზა-უტილიზაციის სამმართველოს უფროსი უფლებამოსილია სამუშაოს მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით დაავალოს ექსპერტიზის ჩატარება როგორც მის მოადგილეს, ასევე საცავზე და ბუღალტრულ დოკუმენტებზე პასუხისმგებელ მუშაკებს”.
10) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. საცავში ამანათების შეტანა_გამოტანა ხორციელდება საცავზე პასუხისმგებელი პირის მიერ, სამმართველოს უფროსისა (შემდგომში _ უფროსი) და ბუღალტრულ დოკუმენტებზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით;
4. არასამუშაო დღეებში საცავის კარები იკეტება სხვადასხვა კონსტრუქციის სამი საკეტით, რომლის გასაღებები ინახება სამმართველოს უფროსთან, საცავზე პასუხისმგებელ პირთან, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელ პირთან და ილუქება მათივე ლუქის ბეჭდით. სამუშაო დროს საცავის კარები არ ილუქება და იკეტება სამივე საკეტით. ამავე მეთოდით ილუქება და იკეტება ცეცხლგამძლე სეიფები;
5. საცავის კარებს და ცეცხლგამძლე სეიფს უნდა ჰქონდეს სათადარიგო გასაღებები, რომლებიც ინახება დეპარტამენტის უფროსთან პაკეტით, რომლებიც დალუქულია სამმართველოს უფროსის, საცავზე პასუხისმგებელი პირის და ბუღალტრული დოკუმენტაციის პასუხისმგებელი პირის ბეჭდებით. პაკეტში გასაღებებთან ერთად ჩადებულია წერილი, რომელშიც მოცემულია გასაღებების აღწერილობა. სათადარიგო გასაღებიანი პაკეტი შეიძლება გაიცეს მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წერილს ხელს აწერენ ზემოთაღნიშნული პირები.”
11) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ამანათებს, საცავზე პასუხისმგებელი პირისაგან, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით იღებს ექსპერტი, რასაც ადასტურებს ფ.№152 წიგნში ხელმოწერით. დიდი მოცულობის ამანათის შემოწმება შეიძლება დაევალოს ორი ან მეტი თანამშრომლისაგან შემდგარ ჯგუფს იმ ვარაუდით, რომ შემოწმება დამთავრდეს ერთ სამუშაო დღეშI. თუ ამანათები მცირე მოცულობისაა, დასაშვებია ერთ ექსპერტზე რამოდენიმე ცალის გაცემა, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტის გახსნა და შემოწმება (გასინჯვა), ყვალა დანარჩენი ამანათი უნდა ინახებოდეს ექსპერტის პირად რკინის კარადაში.
ა) იურიდიული (ფიზიკური) პირის ოფიციალურ წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს მის მიერ მოტანილი ამანათის გახსნას და შემოწმებას. იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული (ფიზიკური) პირი გამოთქვამს სურვილს მის მიერ მოტანილი ამანათების შემოწმების დასწრებაზე და სამმართველოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოცხადება, სამმართველო უფლებამოსილია წარმომადგენლის გარეშე შეასრულოს თავისი მოვალეობა.;
3. საცავიდან ამანათების მიღებისას ექსპერტი ვალდებულია ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად ყურადღებით გასინჯოს ამანათის შეფუთვა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, თუ ისინი დაზიანებულია, მაშინ ამანათის გახსნა და შემოწმება ხდება სამმართველოს უფროსის, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის და საცავზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. ასეთი ამანათების გახსნაზე დგება აქტი, სადაც დაწვრილებითაა ნაჩვენები შეფუთვის, დაზიანების მიზეზები და შემოწმების შედეგები. აქტზე ხელს აწერენ სამმართველოს უფროსი, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი და საცავზე პასუხისმგებელი პირი. თუ შემოწმებით აღმოჩნდა დანაკლისი და გამომგზავნი არ ადასტურებს ამანათებში სალიკვიდაციო დოკუმენტების ნაკლებობას, მაშინ მატერიალური პასუხისმგებლობა დანაკლისზე დაეკისრება საცავზე პასუხისმგებელ პირს. ყოველ ასეთ შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მასალებს გადასცემს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისათვის.;
4. ექსპერტმა მიღებული ამანათები შესამოწმებლად უნდა გახსნას სამმართველოს უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ. ამანათში არსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები დაითვლება შეკვრების ზედნადებზე არსებული წარწერის მიხედვით. მათი მთლიანი ჯამი შემოწმდება თანდართული ფ. №95 და ფ.№95-ბ უწყისის მიხედვით. ამის შემდეგ ექსპერტი სამმართველოს უფროსის მეთვალყურეობით შეუდგება შემოწმებას.”.
12) ინსტრუქციის მესამე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“10. დაზიანებული სალიკვიდაციო დოკუმენტების შემოწმებისას დეპარტამენტი ხელმძღვანელობს ამ დოკუმენტებთან ერთად მიღებული ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით მათი ანაზღაურების თაობაზე.”
13) მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“13. შემოწმებული სალიკვიდაციო დოკუმენტები, განსაკუთრებულ პაკეტებში მოთავსების გარდა, ახლიდან იფუთება შეკვრებად, რომლებზედაც დაეკვრება ზედნადები. ყოველი შეკვრის ზედნადებზე კეთდება წარწერა “შემოწმებულია” და აღირიცხება შემოწმების თარიღი, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ ექსპერტები.
ა) თუ შეკვრიდან ამოღებულია გადახდისუუნარო, არამოგებახვედრილი სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებიც არ იქნა მიღებული უტილიზაციისათვის და მოთავსდება განსაკუთრებულ პაკეტებში, მაშინ შეკვრების ზედნადებზე კეთდება აღნიშვნა და ფიქსირდება იმ სალიკვიდაციო დოკუმენტების თანხები, რომლებიც ექვემდებარებიან უტილიზაციას. წარწერები ზედნადებზე დასტურდება ექსპერტებისა და სამმართველოს უფროსის ხელმოწერით.
ბ) თუ შემოწმების დროს გამოვლენილ იქნა სალიკვიდაციო დოკუმენტების მეტობა ან ნაკლებობა, მაშინ შეკვრის ზედნადებზე ექსპერტების ხელის მოწერით კეთდება სათანადო წარწერა. ზედნადები უბრუნდება გამომგზავნს აქტებთან ერთად, ხოლო შემოწმებული სალიკვიდაციო დოკუმენტების შეკვრაზე კეთდება ახალი ზედნადები, რაც დასტურდება ექსპერტების და სამმართველოს უფროსის ხელმოწერით.”
14) ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე17, მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“17. შემოწმებულ ამანათს სამმართველოს უფროსი და ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი გადასცემს საცავზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ხელს აწერს ფ.№152 წიგნში ამანათის მიღებაზე. საცავზე პასუხისმგებელი პირი ფ.№152 წიგნში ჩაწერს თანხას, რომელიც აღნიშნულია იარლიყზე. ეს მონაცემები ედება ფ.№95 და ფ.№95-ბ აქტში ჩაწერილ მონაცემებს. ამის შემდეგ აქტის ორივე პირი და შეკვრის ზედნადებები გადაეცემა ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელ პირს.
ა) აქტის ერთი ეგზემპლარი სამმართველოს ბეჭდით, შეკვრის ზედნადებებით, რომელშიც აღმოჩენილია მეტობა ან ნაკლებობა, არა უგვიანეს მეხუთე დღისა, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადაეგზავნება გამომგზავნს, აქტის მეორე ეგზემპლარზე აღინიშნება გაგზავნის თარიღი და ინახება საცავში. სალიკვიდაციო დოკუმენტებს, რომლებიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას, საცავზე პასუხისმგებელი პირი, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის და შემმოწმებელი ექსპერტის თანდასწრებით იღებს თანდართულ ფ.№95_ა აქტთან ერთად.
ბ) საცავზე პასუხისმგებელი პირი სალიკვიდაციო დოკუმენტს ამოწმებს ფურცლობრივი გადათვლის გზით და ხელს აწერს მიღებაზე აქტის დანართის ფ.№95_ა-ს მეორე ეგზემპლარზე. დოკუმენტები, რომლებიც არ იქნა მიღებული სალიკვიდაციოდ, მათი დანიშნულებისამებრ ინახება საცავში ფ№95 აქტთან და აქტის დანართ ფ№95_ა-ს პირველ ეგზემპლართან ერთად.”
18. სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებიც სამმართველომ არ მიიღო და ექვემდებარება უკან დაბრუნებას, აქტ ფ№95 და აქტის დანართ ფ.№95_ა-სთან ერთად ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ იგზავნება შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს მეხუთე დღისა.
ა) თუ უკან დასაბრუნებელი სალიკვიდაციო დოკუმენტები სამმართველოს მიერ უკან უნდა გაიგზავნოს ამანათით, იგი უნდა იყოს დაზღვეული და გამომგზავნი სალიკვიდაციო დოკუმენტის უკან დაბრუნების და სადაზღვეო თანხის ოდენობის (ამ თანხას იხდის გამომგზავნი) შესახებ, წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული. უკან დასაბრუნებელი სალიკვიდაციო დოკუმენტებზე ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ნუმერაციულ აღწერილობას ფ.№133 ორ ეგზემპლარად. ნუმერაციულ აღწერილობას ხელს აწერს უფროსი, ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი და საცავზე პასუხისმგებელი პირი. აღწერილობის ერთი ეგზემპლარი იგზავნება სალიკვიდაციო დოკუმენტებთან ერთად, ხოლო მეორე რჩება საქმეში.
ბ) უკან დასაბრუნებელი სალიკვიდაციო დოკუმენტებს ამანათებში ათავსებს და ლუქავს საცავზე პასუხისმგებელი პირი ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით”;
19. ლატარიის განაღდებული ბილეთების შემოწმების დროს სამმართველოს მუშაკები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ამ ლატარიის მოგების გაცემის დადგენილი წესებით”.
15) ინსტრუქციის მე-3 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“21. იმ შემთხვევაში, როცა გამომგზავნი იურიდიული პირის მიერ უგულვებელყოფილია ინსტრუქციის მოთხოვნები, გამოვლინდება ყალბი დოკუმენტაბი, მეტობა ან ნაკლებობა და სხვა, დეპარტამენტი უფლებამოსილია საკითხი რეაგირებისათვის გადასცეს შესაბამის ორგანოს”.
16) ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1. უტილიზაციას აწარმოებს სამმართველოს უფროსი, ექსპერტი, დოკუმენტაციის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი და საცავზე პასუხისმგებელი პირი. მასში მონაწილეობა შეუძლია აგრეთვე დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენელს. უტილიზაციაზე დგება აქტი ფ.163 სამ ეგზემპლარად, რომელშიც ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელ პირს წინასწარ შეაქვს ამანათების ნომრები იმ ვარაუდით, რომ მათი უტილიზაცია მოხდეს ერთ დღეში;
2. უტილიზაციისათვის გამზადებულ ამანათებს საცავზე პასუხისმგებელი პირისგან ფ.-152 წიგნში ხელის მოწერით იღებს სამმართველოს უფროსი იმ პირების თანდასწრებით, რომლებიც უნდა დაესწრონ უტილიზაციას”.
17) ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უტილიზაციაში, ადგილზე მისვლისას ამოწმებენ ამანათის შეფუთვის და ლუქის ბეჭდის სიმრთელეს. იმ შემთხვევაში თუ ამანათის შეფუთვა ან ლუქის ბეჭედი დაზიანებულია, ასეთი ამანათები უბრუნდება სამმართველოს და მოწმდება ხელმეორედ;
5. აღნიშნული შემოწმების შემდეგ, სამმართველოს უფროსის მიერ შერჩეული ორი მუშაკი დანარჩენ დამსწრეთა მეთვალყურეობის ქვეშ ხსნის დალუქულ ტომრებს ცალ-ცალკე ნომრების მიხედვით და ამოაქვთ ყვალა ამანათი. ტომრებიდან ამანათების ამოღების შემდეგ ექსპერტები ასახელებენ ამანათის ნომერს და თანხას, ხოლო ის პირები, რომლებთანაც არის ფ.№163 აქტის ეგზემპლარი, ამოწმებენ ამ აქტის ჩანაწერის სისწორეს, რომელსაც ადასტურებს ხელმოწერით და აძლევენ ნებართვას ექსპერტებს გაანადგურონ ამანათში მოთავსებული დოკუმენტები;
“6. სამმართველოს უფროსი და ბუღალტრულ დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირი ადარებენ ამანათების ნომრებს და თანხას, ფ.№163 აქტის სამი ეგზემპლარს. იმ შემთხვევაში, თუ სამივე ეგზემპლარი ედრება ერთმანეთს, მაშინ აქტს ხელს აწერს ყველა ის პირი, რომლებიც ესწრებიან უტილიზაციას;
7. ჟურნალების ფ.12. №112, 152 ფორმების 24, 54, 78, 95, 95/ა, 95/ბ, 130, 131, 163 გაფორმებული ხელშეკრულებების და სხვა სახის დოკუმენტების შენახვის ვადა განისაზღვროს ორი წლით, რის შემდეგ მათი განადგურება მოხდეს არსებული წესის მიხედვით. ამ ჟურნალებში და ფორმებში მუშაკის მექანიკურად დაშვებული შეცდომის შედეგად, მუშაკი გადახაზავს ძველ ციფრს (ისე რომ ეს ციფრი იკითხებოდეს) და გვერდით მიუწერს ახალ ციფრს. აღნიშნულ შესწორებას ხელს აწერს შეცდომის დამშვები მუშაკი და სამმართველოს უფროსი (ან მისი შემცვლელი).”
მ. გოგიაშვილი