გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის №92 განკარგულებაში „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სვენეთში, რეხაში, ხელთუბანში და თორტიზაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№215
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება № 215

2022 წლის 11 ნოემბერი

ქალაქი გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის  92 განკარგულებაში „გორის მუნიციპალიტეტის   სოფლებში: სვენეთში, რეხაში,  ხელთუბანში   და  თორტიზაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე წლის 28 ივლისს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან   შემოსულია №125956   წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის  №92 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის  სოფლებში: სვენეთში, რეხაში,  ხელთუბანში  და  თორტიზაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ სახელდებული  ქუჩების  შესახებ ინფორმაცია სამისამართო რეესტრში აღირიცხა მხოლოდ ნაწილობრივ, გარკვეული  გამონაკლისებით   და საჭიროებს  კორექტირებას.

იქედან გამომდინარე რომ, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების და  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად 

1.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 13 მაისის  №92 განკარგულებით „გორის მუნიციპალიტეტის  სოფლებში: სვენეთში, რეხაში,  ხელთუბანში  და  თორტიზაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ დამტკიცებული №1, №2, №3 და №4 დანართები შეიცვალოს შესაბამისად №1, №2, №3 და №4 დანართებით (დანართი თან ერთვის   ათ   ფურცლად).

2. განკარგულება ძალაში შევიდეს   ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                       დავით რაზმაძე