„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის #16 განკარგულებაში ცლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№91
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის  მუნიციპალიტეტის

საკრებულოს

განკარგულება № 91

2022 წლის 13 მაისი

ქალაქი გორი

„გორის მუნიციპალიტეტის   სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებაში ცლილების შეტანის თაობაზე

მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია სსიპ – საჯარო რეესტრის ერუვნული სააგენტოს გადაწყვეტილება   „გორის მუნიციპალიტეტის  სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებით განსაზღვრულ სოფლებში:   აძვში, ახალუბანში, ქიწნისში და   ქვეშში სახელდებულ   ქუჩებთან მომართებაში ხარვეზის დადგენის გამო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე. 

იქედან გამომდინარე რომ, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის  შესაბამისად 

1. „გორის მუნიციპალიტეტის  სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის  №16 განკარგულების პირველი პუნქტში მოცემული თანდართული   №1, №2, №5 და  №7 დანართები შეიცვალოს შესაბამისად ახალ  №1, №2, №5 და №7 დანართებით(დანართი თან ერთვის  10   ფურცლად).

2.    2. განკარგულება ძალაში შევიდეს   ხელმოწერისთანავე.

3.  3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                       დავით რაზმაძე