„გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.148.016056
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

       

გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №34

2025 წლის 14 მარტი

ქალაქი გორი

 „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია მერის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა მერს, „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ც იცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულებით სოფელ ახალუბანში სახელდებული №13 ქუჩის მოხაზულობის ცვლილებასთან დაკავშირებით.

იქედან გამომდინარე, რომ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აძვში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, ჯარიაშენში, ქიწნისში, ქვემო არცევში, ქვეშში და სათემოში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №16 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №2 დანართი შეიცვალოს ახალი №2 დანართით (დანართი თან ერთვის 2 ფურცლად).

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

საკრებულოს თავმჯდომარე                                          დავით რაზმაძე