„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის N17 განკარგულებაში ცლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 71
2023 წლის 18 აპრილი |
| ქ. გორი |
იქედან გამომდინარე, რომ „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მიზანშეწონილია საკითხი გატანილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად:
1. „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის დასახლებაში არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 იანვრის №17 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს ახალი №1 დანართით (დანართი თან ერთვის სამ ფურცლად).
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე