1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის მიზანია სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერტიფიცირების უზრუნველყოფა ობიექტური ინფორმაციით.
3. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკურ და ფიტოსანიტარულ კონტროლს ახორციელებს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“ (შემდგომში „სამტრესტი“).
4. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლი ხორციელდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, რომელიც უკავშირდება პირის განზრახვას – აწარმოოს ვაზის სამყნობი მასალები და/ან ნამყენი ნერგი.
5. კონტროლი ხორციელდება სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის წარმოების ყველა ეტაპზე. კონტროლის შედეგად დგინდება, უზრუნველყოფს თუ არა წარმოების მოცემული პირობები და ტექნოლოგიის დაცვის ხარისხი სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის ჯიშურ სიწმინდეს და ფიტოსანიტარულ სიჯანსაღეს