1. დეპარტამენტ „სამტრესტში“ იქმნება სასერტიფიკაციო კომისია გენერალური დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ხუთი კაცის შემადგენლობით.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან „სამტრესტის“ სამი და მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორი წარმომადგენელი.
3. კომისიის დასკვნა ფორმდება ოქმის სახით, სადაც დაწვრილებით აისახება სამყნობი მასალის ან ნამყენი ნერგის მახასიათებლების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან