1. სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას კომისია ვალდებულია იხელმძღვანელოს:
ა) სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის ვიზუალური ექსპერტიზის შედეგებით;
ბ) ლაბორატორიული კვლევის შედეგებით (ასეთი შედეგის არსებობის შემთხვევაში);
გ) ვაზის სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგებით.
2. ვიზუალური და ლაბორატორიული ექსპერტიზის დროს საკვლევი ნიმუშის სულ ცოტა 90%-მა უნდა მიიღოს დადებითი შეფასება.
3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის მოტივაცია ეხება მხოლოდ ვიზუალური ექსპერტიზის შედეგებს, განმცხადებელს უფლება აქვს გადაახარისხოს თავისი პროდუქცია და ხელმეორედ მიმართოს "სამტრესტს" ან სხვა უფლებამოსილ სასერტიფიკაციო ორგანოს განაცხადით შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ
მუხლი 6. სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 90%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. მაკონტროლებელი პირების უფლებამოსილება
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. სასერტიფიკაციო კომისია
- მუხლი 3. სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა
- მუხლი 4. ნიმუშის აღება ექსპერტიზისათვის
- მუხლი 5. ექსპერტიზა
- მუხლი 7. სერტიფიკატის რეგისტრაცია და გაცემა
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ნიადაგის გამოკვლევა
- მუხლი 3. კლიმატური პირობების გამოკვლევა
- მუხლი 4. ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების გამოკვლევა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ვაზის სიდიდეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის”, “ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერთიფი ცირების წესის”, ,, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის”, ,,ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის”, ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტიერების კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №2-220, 12.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.11.113.006.015 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56218/muxli-6-2/