1. სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში "სამტრესტი" ან უფლებამოსილი სასერტიფიკაციო ორგანო განმცხადებელს გადასცემს შესაბამისობის სერტიფიკატს და ატარებს მას რეესტრში.
2. შესაბამისობის სერტიფაკატი გაიცემა სამყნობი მასალების ან ნამყენი ნერგის მთლიან რაოდენობაზე ან მის ნაწილზე – პარტიაზე, განმცხადებლის სურვილისამებრ.
3. შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 4 თვის განმავლობაში.
4. შესაბამისობის სერტიფიკატში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი.
5. „სამტრესტი“ ვალდებულია:
– განაცხადის შემოსვლიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს კომისიის გამგზავრება კვლევის ადგილზე;
– განაცხადის შემოსვლიდან 10 დღეში დაასრულოს კვლევა;
– განაცხადის შემოსვლიდან 15 დღეში გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი, ან განაცხადის მოტივირებული წერილობითი უარი სერტიფიკატის გაცემაზე.
6. რეგიონალური სასერტიფიკაციო ორგანოები ვალდებულნი არიან:
– განაცხადის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში დაასრულოს კვლევა;
– განაცხადის შემოსვლიდან 15 დღის ვადაში გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი ან განაცხადის მოტივირებული წერილობითი უარი სერტიფიკატის გაცემაზე;
– მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალურ ორგანოს "სამტრესტს" წარუდგინოს თითოეული გაცემული სერტიფიკატის ირგვლივ არსებული დოკუმენტაციის მთლიანი პაკეტის ასლი