1. სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის ვიზუალური ექსპერტიზა შესაბამისობაზე ტარდება უშუალოდ მეწარმის მეურნეობაში.
2. მეწარმის მოთხოვნით, შესაბამისობაზე შეიძლება გამოკვლეულ იქნეს მთლიანი პროდუქცია ან მისი ნაწილი.
3. საკვლევი ნიმუშების თითოეული ცალი სამყნობი მასალა ან ნამყენი ნერგი უნდა შემოწმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობაზე.
4. ნებისმიერი საძირე, სანამყენე რქა ან ნამყენი ნერგი დაწუნებულად ითვლება, თუ მისი თუნდაც ერთი მახასიათებელი არ შეესაბამება მოთხოვნას.
5. კომისია უფლებამოსილია წარმოდგენილი ნიმუში გადააგზავნოს სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ინფექციურ დაავადებათა გამორიცხვის მიზნით