1. მევენახეოვბის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესი შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის მიზანია ადგილწარმოშობის დასახელებათა უმაღლესი ხარისხის და მხარის ღვინოებისათვის იმ ზონების საზღვრების ზუსტი განსაზღვრა, რომელთა სახელსაც ისინი ატარებენ.
3. მევენახეობის სპეციფიკური ზონების დადგენის წესი შეესაბამება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს და მოიცავს:
ა) ნიადაგის კვლევას;
ბ) კლიმატური პირობების კვლევას;
გ) ვაზის ჯიშის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკურ ღონისძიებათა კვლევას;
დ) ღვინის ფიზიკო-ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და ორგანოლეპტიკურ კვლევას;
ე) ღვინის დაყენების ტექნოლოგიური თავისებურებების კვლევას;
ვ) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების განსაკუთრებულ თვისებათა კავშირს სპეციფიკურ ზონასთან.
4. „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის განსაზღვრას ახორციელებს საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი), ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო და სახელმწიფო რეესტრში ატარებს ინტელექტუალური საკუთრების ცენტრი "საქპატენტი".
5. მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება ხორციელდება დამკვეთის მიერ.
6. მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დამკვეთი შეიძლება იყოს:
– საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
– საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზის და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“.
– ყურძნის და/ან ღვინის მწარმოებელი კომპანია – იურიდიული პირი;
– ყურძნის და/ან ღვინის მწარმოებელი ფიზიკური პირი;
– მევენახეთა და მეღვინეთა კავშირები, ნებისმიერი გაერთიანებები, ასოციაციები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. სასერტიფიკაციო კომისია
- მუხლი 3. სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა
- მუხლი 4. ნიმუშის აღება ექსპერტიზისათვის
- მუხლი 5. ექსპერტიზა
- მუხლი 6. სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 7. სერტიფიკატის რეგისტრაცია და გაცემა
- მუხლი 2. ნიადაგის გამოკვლევა
- მუხლი 3. კლიმატური პირობების გამოკვლევა
- მუხლი 4. ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების გამოკვლევა
- მუხლი 5. ღვინის გამოკვლევა
- მუხლი 6. კვლევის შედეგების შეჯამება, დამტკიცება და წარდგენა სარეგისტრაციოდ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ვაზის სიდიდეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის”, “ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერთიფი ცირების წესის”, ,, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის”, ,,ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის”, ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტიერების კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №2-220, 12.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.11.113.006.015 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56218/muxli-1-3/