მუხლი 6. კვლევის შედეგების შეჯამება, დამტკიცება და წარდგენა სარეგისტრაციოდ
1. ნიადაგის, კლიმატური პირობების, ვაზის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებისა და აგროტექნიკური ღონისძიებების და ღვინის კვლევის ყოველწლიური და საბოლოო ანგარიშებზე დაყრდნობით ინსტიტუტი შეიმუშავებს დასკვნებს. 2. ინსტიტუტის დასკვნა, სპეციფიკური ზონის დადგენისა და ადგილწარმოშობის დასახელების “საქპატენტში” რეგისტრაციის მიზანშეწონილობის შესახებ, შეიძლება დადებითი იყოს იმ შემთხვევაში, თუ საკვლევი ღვინის ორგანოლეპტიკური თვისებები კვლევის ხუთწლიან ციკლში 3 წელს მაინც აკმაყოფილებდნენ ადგილწარმოშობის დასახელებების უმაღლესი ხარისხის ღვინოებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს. 3. სპეციფიკური ზონის დადგენისა და ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებათა რეგისტრაციისათვის საჭირო მასალები გადაეცემა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დასამტკიცებლად მხოლოდ ინსტიტუტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში. 4. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ღვინოების ადგილწარმოშობის დასახელებები ინსტიტუტის კვლევის მასალებსა და დასკვნებთან ერთად რეგისტრაციისათვის გადაეცემა “საქპატენტს”.
ამ გვერდის მოკლე შერჩევაში გადაწყვეტილებები არ არის — სრულ ინდექსში შეიძლება იყოს.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 12. კონკურსის შედეგების შეჯამება— „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
მუხლი 10. კონკურსის შედეგების შეჯამება— ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 12. კონკურსის შედეგების შეჯამება— გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,ვაზის სიდიდეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარული კონტროლის წესის”, “ვაზის სამყნობი მასალების და ნამყენი ნერგის სერთიფი ცირების წესის”, ,, მევენახეობის სპეციფიკური ზონების და მევენახეობის მხარის დადგენის წესის”, ,,ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების მიზნით სპეციფიკური ზონიდან ყურძნის გატანის წესის”, ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტიერების კონტროლის წესის” დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №2-220, 12.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.11.113.006.015 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56218/muxli-6-3/