„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №282 |
|
2022 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 06/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016200) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 1. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა, რომელიც არ არის თვითნაკეთი და, ამავდროულად, კლასიფიცირებული „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ (შემდგომში – ექსპლუატაციის წესის) მოთხოვნების შესაბამისად და რომლის ბაზარზე განთავსებაც განხორციელდება 2024 წლის 1 იანვრამდე, ნებადართულია ექსპლუატირებულ იქნეს: ა) (A1) ქვეკატეგორიაში, ექსპლუატაციის წესის II თავის მოთხოვნების თანახმად, იმ პირობით, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა, სასარგებლო ტვირთის ჩათვლით 250 გრამზე ნაკლებია; ბ) (A3) ქვეკატეგორიაში, ექსპლუატაციის წესის II თავის მოთხოვნების თანახმად, იმ პირობით, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა, საწვავის და სასარგებლო ტვირთის ჩათვლით 25 კგ-ზე ნაკლებია. 2. „ღია კატეგორიაში“ იმ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაცია, რომელიც ექსპლუატაციის წესის 52-ე-56-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ნებადართულია 2024 წლის 1 იანვრამდე: ა) თუ 500 გ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება ექსპლუატაციის წესის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად დისტანციური პილოტის მიერ, რომლის კვალიფიკაცია შეესაბამება ექსპლუატაციის წესის 21-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ბ) თუ 2 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილიდან არანაკლებ 50 მეტრი ჰორიზონტალური მანძილის დაშორებით დისტანციური პილოტის მიერ, რომლის კვალიფიკაციის დონე შეესაბამება ექსპლუატაციის წესის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს; გ) თუ 2 კგ-ზე მეტი და 25 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება ექსპლუატაციის წესის 23-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამისად დისტანციური პილოტის მიერ, რომლის კვალიფიკაციის დონე შეესაბამება ექსპლუატაციის წესის 21-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2022.
- როდის იქნა მიღებული „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.12.2022. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №282. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016280.
- რამდენი მუხლისგან შედგება „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №282, 19.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016280 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5650326/