2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/კენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) და სპეციალური კონვერტის მისაღებად აუცილებელი საბუთების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№57/2003
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.243
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 19/12/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.243

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №57/2003

2003 წლი ს 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/ლენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) და სპეციალური კონვერტის მისაღებად აუცილებელი საბუთების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამომრჩეველთათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

2004 წლის 4 იანვ ა რს დანიშნული არჩევნების/კენჭისყრ ი ს დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის საფუძველზე საარ ჩ ევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტს გასცემს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საბუთის საფუძველზე:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მათ შორის, სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);

ბ) სამხედრო ბილეთი – სამხედრო ნამსახურობის მოწმობა;

გ) დევნილის მოწმობა;

დ) შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.

    მუხლი 2

საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემისას ამომრჩეველთა სიაში შეიტანება ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საბუთის დასახელება და ნომერი.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე    ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი  დ. ქიტოშვილი