„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8/2023
სარეგისტრაციო კოდი
010240000.15.008.016662
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8/2023

2023 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 251 მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 16/07/2021, 010240000.15.008.016557):

1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს მუხლი 11 შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევის პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვროს ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის შესაბამისად.“;

2. პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია კომისიის სხდომაზე, სახელობითი კენჭისყრით.“;

ბ) მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან, რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.“;

გ) მე-9 აბზაცით განსაზღვრული ცხრილი (დანართი 1) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით;

დ) მე-11 აბზაცით განსაზღვრული ცხრილი (დანართი 2) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

უბნის № _______

№ სახელი და გვარი საკონკურსო პოზიცია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2023.
როდის იქნა მიღებული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 06.02.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №8/2023. სარეგისტრაციო კოდი — 010240000.15.008.016662.
რამდენი მუხლისგან შედგება „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №8/2023, 06.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016662 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5713923/