საქართველოს პარლამენტის შუალედური, თვითმმართველი თემების - თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე, თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისისა და თვითმმართველი თემების - თიანეთის, ახალციხის, გურჯაანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27/2023
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016681
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №27/2023

2023 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტის შუალედური, თვითმმართველი თემების თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე, თვითმმართველი ქალაქის ქუთაისისა და თვითმმართველი თემების თიანეთის, ახალციხის, გურჯაანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის შუალედური, თვითმმართველი თემების – თერჯოლისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისისა და თვითმმართველი თემების – თიანეთის, ახალციხის, გურჯაანის, ტყიბულის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი