„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2023 ბოლო ცვლილება 30.03.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.106.016415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2023 წლის 28 თებერვალი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №14 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 07/12/2021 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016369) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეკავოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობა, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობისა;“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტებსა და საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტებს;“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას.“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 55-ე მუხლს დაემატოს 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. მერი უფლებამოსილია საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე წერილობით მიმართოს საკრებულოს. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კანჭისყრაზე დაყენება. გადაწყვეტილება საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ მიიღება განხილვის გარეშე, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები.“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 144-ე და 145-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 144. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტოს, თუ:

ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები დარჩება, ამასთანავე, აღნიშნული საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ჩამოყალიბება შეუძლებელია;

ბ) საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს;

გ) საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.

2. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული საკრებულო განაგრძობს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე.

მუხლი 145. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა

1. საკრებულოს დათხოვნისას, მისის საქმიანობის შეჩერებისა და ამ რეგლამენტის 144-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორცილებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული საქართველოს მთავრობის რწმუნებული ან კოლეგიური ორგანო – საგანგებო ადმინისტრაცია.

2. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი/კოლეგიური ორგანო ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს.

3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების დღემდე.

საკრებულოს დათხოვნის, მისის საქმიანობის შეჩერებისა და საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთ მეოთხედს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 28 თებერვლიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე