საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.305
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №8/2004
2004 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. არჩევნების პერიოდში იმ საარჩევნო ოლქში, სადაც საარჩევნო უბანთა რაოდენობა აღემატება 30-ს, დაშვებულ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის ერთი საშტატო ერთეული, სადაც საარჩევნო უბანთა რაოდენობა აღემატება 60-ს – დაშვებულ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის ორი საშტატო ერთეული, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში, სადაც საარჩევნო უბანთა რაოდენობა აღემატება 90-ს – დაშვებულ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის სამი საშტატო ერთეული. თავმჯდომარის თანაშემწის ანაზღაურება განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე“?
- დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.01.2004.
- როდის იქნა მიღებული „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე“?
- „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე“ მიღებულია 21.01.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №8/2004. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.13.007.006.305.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.01.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დაშვვების თაობაზე“, №8/2004, 21.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.305 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57412/