“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.150.020.13.007.006.681
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №55/2004
2004 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის № 385 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისას/არჩევისას/წარდგენისას, აგრეთვე მხარდამჭერთა სიაში ხელმოწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, თუ მასში აღნიშნულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი, ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტი და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
გ) სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;
დ) სამხედრო ბილეთი და საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა;
ე) დევნილის მოწმობა და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი. თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი).
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”?
- დიახ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2004.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”?
- “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ” მიღებულია 16.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №55/2004. სარეგისტრაციო კოდი — 010.150.020.13.007.006.681.
- სად არის “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება “საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ”, №55/2004, 16.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.150.020.13.007.006.681 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/58552/