“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.006.761
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №61/2004
2004 წლის 18 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე, „საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის №58/2004 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამებისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ჩაითვალოს კენჭისყრის დღემდე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას დამატებული ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე მივა და რეგისტრაციას გაივლის კენჭისყრის დღეს №58/2004 დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული წესის თანახმად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის მდივანი კ. კვიტაიშვილი