2. აუზებში წყლის ცვლის რეცირკულაციური სქემით, უი გამოსხივებით წყლის გაუსნებოვნება უნდა წარმოებდეს “მოქმედების შედეგების” მქონე მეთოდებთან კომბინაციაში.
3. გაუსნებოვნების კომბინირებული მეთოდის (უი დასხივება + დაქლორვა) გამოყენებისას, მისი სანიტარიული საიმედოობა უზრუნველყოფილია წყალში ნარჩენი ქლორის 0,3 მგ/დმ3 კონცენტრაციის არსებობისას. გაუსნებოვნების ამ მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია დაცულ იქნეს აუზის მუშაობის რეჟიმისათვის დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები წყლის რეცირკულაციის დროისა და დამატებული ახალი წყლის რაოდენობის გათვალისწინებით.
4. უი გამოსხივება, როგორც აუზების წყლის გაუსნებოვნების დამოუკიდებელი მეთოდი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყლის გამდინარე და პერიოდული ცვლის სისტემებში სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების აუცილებელი დაცვით.
5. აუზის წყალმომარაგების სისტემაში უი დანადგარების მიერთების სქემა განისაზღვრება წყლის ცვლის ხასიათით.
6. აუზებში, რომლებსაც გააჩნიათ წყლის გამდინარე ან პერიოდული ცვლის სქემა, უი დანადგარები მონტაჟდება მიმწოდ მილსადენზე (ნახაზი 1).
7. აუზებში წყლის ცვლის რეცირკულაციური სისტემით შესაძლებელია უი დანადგარის მიერთების სქემის ორი ვარიანტი: უი დანადგარის მიერთება ქლორის მიწოდებამდე და წყლის გამწმენდი ფილტრის შემდეგ (ნახაზი 2; შესაბამისად ა და ბ).
8. ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისა და ჩამოსასხმელი სასმელი წყლების უი გამოსხივებით გაუსნებოვნების ტექნოლოგიური სქემის შერჩევა უნდა წარმოებდეს თითოეული კონკრეტული წყაროსათვის, წყლის ხარისხის გათვალისწინებით.
9. ჩამოსასხმელი სასმელი წყლის უი გამოსხივების მეთოდით გაუსნებოვნების ტექნოლოგიური სქემა მოცემულია მე-3 ნახაზში.
ნახაზი 1
უი დანადგარის მიერთების პრინციპული სქემა წყლის გამდინარე და პერიოდული ცვლის სისტემის საცურაო აუზებში
პირობითი აღნიშვნები:
1. წყალი სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემიდან;
2. წყლის გამაცხელებელი;
3,4. შესაბამისად ცივი და ცხელი წყლის მათანაბრებელი ავზები;
5. აბაზანის შემრევი;
6. უი დანადგარი;
7. აუზის აბაზანა;
8. წყალჩასაშვები.
ნახაზი 2 (ა, ბ)
ა.)
ბ.)
უი დანადგარის მიერთების პრინციპული სქემები წყლის რეცირკულაციური ცვლის სისტემის საცურაო აუზებში
პირობითი აღნიშვნები:
1. წყალი სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემიდან;
2. წყლის გამაცხელებელი;
3. აუზის აბაზანა;
4. უხეში ფილტრი;
5. უი დანადგარი;
6. გამაუსნებოვნებელი რეაგენტის შეტანა;
7. დაწნევის ფილტრი.
ნახაზი 3.
უი დანადგარის მიერთების სქემა სასმელი წყლების ჩამოსასხმელ საწარმოებში
პირობითი აღნიშვნები:
1. დასამუშავებელი წყალი;
2, 5. შემკრები რეზერვუარები;
3, 4. ფილტრები;
6. უი დანადგარების სისტემა;
7. მექანიკური ფილტრები;
8. უი დანადგარი;
9. წყლის ჩამოსასხმელი ხაზი.