1-ლ ცხრილში.
2. ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის მისაღებად, უი დანადგარმა უნდა უზრუნველყოს დასხივების დოზა არანაკლებ 16 მჯ/სმ2, დანადგარში გავლილი წყლის მთელი მოცულობისათვის.
3. „საცურაო აუზების მოწყობის, ექსპლუატაციისა და წყლის ხარისხისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №306/ნ ბრძანების მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის აუზების წყლის მისაღებად, უი დანადგარმა უნდა უზრუნველყოს დასხივების დოზა, ასევე, არანაკლებ 16 მჯ/სმ2.
4. უი დასხივების დოზა 16 მჯ/სმ2 ამცირებს საერთო და თერმოტოლერანტული კოლიფორმული ბაქტერიების რაოდენობას 99,99%-ით.
5. ნაწლავის ჩხირის ბაქტერიების (E/coli) შემცველობის რიგით შემცირების აუცილებელი დოზაა 3 მჯ/სმ2.
6. უი დასხივების დოზები 6; 9; 12 და 15 მჯ/სმ2 ნაწლავის ჩხირის რაოდენობას ამცირებს შესაბამისად 99%; 99,9%, 99, 99% და 99,999%-ით.
7. უი დასხივების დოზით 16 მჯ/სმ2 წყლის დამუშავებისას, კოლიფაგების აღმოჩენა არ ხდება (100 მლ-ში).
8. უი დასხივების დოზა 16 მჯ/სმ2 სტაფილოკოკების მიმართ ეფექტური გაუსნებოვნების გარანტიას იძლევა.
9. უი დასხივების ეფექტური დოზა 16 მჯ/სმ2 უზრუნველყოფს წყლის ეპიდემიურ უსაფრთხოებას მუცლის ტიფის, ვირუსული ჰეპატიტის, დიზენტერიისა და ქოლერის გამომწვევების, აგრეთვე ფსევდომონებითა და პროტეებით გამოწვეული მწვავე ნაწლავური დაავადებების მიმართ (1-ლი ცხრილი).
10. უი დასხივების დოზა 16 მჯ/სმ2 არ იძლევა ეპიდემიურ უსაფრთხოების გარანტიას პარაზიტოლოგიური მაჩვენებლების მიმართ.
ცხრილი 1
სხვადასხვა სახეობის მიკროორგანიზმების ინაქტივაციისათვის უი დასხივების საჭირო დოზა (მჯ/სმ2)
№
მიკროორგანიზმის სახეობა
ინაქტივაციისათვის საჭირო დასხივების დოზა
(ტალღის სიგრძე 254 ნმ)
90%
99,9%
1.
Shigella flexneri
1,7
5,2
2.
Salmonella typhi
2,1
7,5
3.
Shigella dysenteriae
2,2
8,8
4.
Proteus vulgaris
2,6
7,8
5.
Staphylococcus aureus
–
7,8
6.
Escherichia coli
3,0
6,0
7.
Virus poliomyelitis
3,1
6,0
8.
Salmonella paratyphi
3,2
6,1
9.
Vibrio cholerae
3,3
6,5
10.
Orthomyxoviridae (gripis virusebi)
3,6
6,6
11.
Salmonella enteritidis
4,0
7,6
12.
Mycobacterium tuberculosis
5,4
10,0
13.
Pseudomonas aeruginosa
5,5
10,5
14.
Virus hepatitis A
5,8
11,0
15.
Candida albicans*
12,0
–
* Candida albicans -ას გამოკვლევა დამატებით წარმოებს საცურაო აუზების წყალში.