ა) უი დანადგარის ტიპის შერჩევის დასაბუთება დასამუშავებელი წყლის მაქსიმალური ხარჯის, წყლის მიერ უი გამოსხივების შთანთქმის მაქსიმალური კოეფიციენტისა და წყლის ბაქტერიული დაბინძურების დონის გათვალისწინებით;
ბ) უი ტექნოლოგიის საცდელ-ტექნოლოგიური გამოცდის შედეგები (ცენტრალიზებული წყალმომარაგების წყლის მომზადებისას წინასწარი გაუსნებოვნების ეტაპზე);
გ) უი დანადგარის პასპორტი;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. უი დანადგარის პასპორტში მითითებულ უნდა იქნეს შემდეგი პარამეტრები:
ა) დასხივების ეფექტური დოზა და მისი დამოკიდებულება წყლის ხარჯზე;
ბ) წყლის მიერ შთანთქმის მაქსიმალური კოეფიციენტი, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია ეფექტური დოზა;
გ) წყლის მაქსიმალური და მინიმალური ხარჯი;
დ) გაუსნებოვნების კამერის ზომები;
ე) უი ნათურის რესურსი
“ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 22.01.2004
მუხლი 11. 1. უი გამოსხივების მეთოდის გამოყენებაზე შეთანხმება წარმოებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან, შემდეგი დოკუმენტების (მონაცემების) საფუძველზე:
თავი IV — წყლის გაუსნებოვნებისათვის უი გამოსხივების მეთოდის შერჩევა და დაპროექტება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. 1. უი გამოსხივებას გააჩნია გამოხატული ბიოციდური ეფექტი სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიმართ, ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების ჩათვლით
- მუხლი 5. 1. უი გამოსხივებით წყლის გაუსნებოვნების დასახული ხარისხის მისაღწევად აუცილებელია გაუსნებოვნების პროცესზე მოქმედი შემდეგი ძირითადი ფაქტორების გათვალისწინება:
- მუხლი 6. 1. უი გამოსხივებით წყლის გაუსნებოვნებისათვის გამოიყენება ბაქტერიციდული დანადგარები, რომელთა ძირითადი ელემენტებია:
- მუხლი 7. 1. უი დანადგარებმა უნდა უზრუნველყონ დასხივების დოზის თანაბარი განაწილება დასამუშავებელი წყლის მთელ მოცულობაში. თანაბარზომიერი დასხივება მიიღწევა ნაკადის ტურბულენტობის ხარჯზე, დანადგარში წყლის დინების
- მუხლი 8. 1. უი გამოსხივების მეთოდით წყლის გაუსნებოვნებისას არ არსებობს დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პრობლემები. უი დასხივების მომატებული დოზები არ იწვევს ჰიგიენურად მნიშვნელოვან წყლის თვისებების არკეთილ
- მუხლი 9. 1. ცენტრალიზებული წყალმომარაგების წყლის მომზადების ტექნოლოგიაში, უი გამოსხივება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც წყლის გაუსნებოვნების წინასწარ, ისე დასკვნით ეტაპებზე
- მუხლი 12. 1. უი დანადგარებს საიმედოობაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად უნდა გააჩნდეს:
- მუხლი 13. 1. მომსახურე პერსონალის დაცვა უი გამოსხივების შესაძლო მავნე ზემოქმედებისაგან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უი დანადგარის კონსტრუქციით, რომელიც გაუსნებოვნების კამერის ფარგლებს გარეთ უი სხივების გამოსვლის თა
- მუხლი 14. 1. უი დანადგარის ტიპის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
- მუხლი 15. 1. დასხივების ერთსა და იმავე პირობებში მიკროორგანიზმების სხვადასხვა სახეობას გააჩნია უი გამოსხივებისადმი მგრძნობელობის სხვადასხვა ხარისხი. ლაბორატორიულ პირობებში მიკროორგანიზმების ზოგიერთი სახეობის 90
- მუხლი 16. 1. სასმელი წყლის გაუსნებოვნებისათვის უი დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების წინ, ასევე მისი მუშაობის ხანგრძლივად შეჩერების შემდეგ, საჭიროა ჩატარდეს გაუსნებოვნების კამერისა და მიმწოდი მილსადენების დამ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 11, №17/ნ, 22.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.319 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57472/muxli-11/