2. წყალში უი სხივების გავლისას ხდება მათი შთანთქმა როგორც თვით წყლის, ისე წყალში გახსნილ ან შეწონილ მდგომარეობაში არსებული ნივთიერებების მიერ.
3. წყლის შთანთქმელობის უნარი ხასიათდება შთანთქმის კოეფიციენტით, მისი ციფრული გამოსახულება უჩვენებს ბაქტერიციდული გამოსხივების იმ წილს, რომელიც შთაინთქმება 1 სმ წყლის ფენის მიერ.
4. წყალმომარაგების ზედაპირული წყაროების ბუნებრივი წყლების შთანთქმის კოეფიციენტი მერყეობს 0,2 – 0,6 ფარგლებში.
5. წყალმომარაგების მიწისქვეშა წყაროებიდან მიღებული სასმელი წყლის შთანთქმის კოეფიციენტის სიდიდე 0,05–0,2 შეადგენს, ხოლო ზედაპირული წყაროებიდან – 0,15–0,3.
6. ბაქტერიციდული დასხივების ხარისხზე გავლენას ახდენს წყლის მინერალური შედგენილობა (მათ შორის. რკინის შემცველობა), ფერიანობა, სიმღვრივე, ასევე უი ნათურების კვარცის შალითების ზედაპირზე წარმოქმნილი ნალექი