ცნება
საზომი ერთეული
ულტრაიისფერი გამოსხივება
ელექტრომაგნიტური გამოსხივება ტალღის სიგრძით 10-400 ნმ

ნმ
ბაქტერიციდული გამოსხივება
უი დიპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ტალღის სიგრძით 205-315 ნმ

ნმ

გამოსხივების ბიოციდური მოქმედება
მიკროორგანიზმების დაღუპვა ბაქტერიციდული გამოსხივების ზემოქმედებით

–
უი გამოსხივების წყარო (ბაქტერიციდული ნათურა)
სინათლის ენერგიის ხელოვნური წყარო, რომლის სპექტრიც არის ბაქტერიციდული გამოსხივება

–
უი გამოსხივების წყაროს სიმძლავრე
სინათლის ჯამური ენერგია, გამოსხივებული წყაროს მიერ უი დიაპაზონში დროის ერთეულში

ვტ
გამოსხივების ინტენსივობა
გამოსხივების ნაკადის შეფარდება ზედაპირის ფართობთან

მვტ/სმ2
ბაქტერიციდული დასხივების დრო
დრო, რომლის განმავლობაშიც წარმოებს ბაქტერიციდული დასხივება

წმ
უი დასხივების დოზა
ბაქტერიციდული ენერგიის საზომი

მჯ/სმ2
სუბბაქტერიციდული დოზა
ბაქტერიციდული ენერგიის საზომი, რომელიც არ იწვევს მიკროორგანიზმების დაღუპვას

მჯ/სმ2
ბაქტერიციდული დოზა
ბაქტერიციდული ენერგიის საზომი, რომელიც იწვევს მიკროორგანიზმების დაღუპვას

მჯ/სმ2
ბაქტერიციდული ეფექტი
ბაქტერიციდული გამოსხივების მოქმედების რაოდენობრივი შეფასება
(დაღუპული მიკროორგანიზმების რიცხვის შეფარდება მათ საწყის რაოდენობასთან)

%
უი გამოსხივების მარგი ქმედების კოეფიციენტი
დამსხივებლის ბაქტერიციდული ნაკადის შეფარდება უი ნათურის ბაქტერიციდულ ნაკადთან

–
უი დანადგარი
მოწყობილობა, ბაქტერიციდული გამოსხივებით წყლის გაუსნებოვნებისათვის
–
გაუსნებოვნების კამერა
უი დანადგარის ძირითადი ელემენტი, სადაც წარმოებს წყლის გაუსნებოვნების პროცესი

–
წყლის ხარჯი
დროის ერთეულში კამერაში გადენილი წყლის მოცულობა

მ3/წმ
უი ნათურის ამრეკლი
სპეციალური საფარი, რომელიც განსაზღვრული მიმართულებით ზრდის გამოსხივების ნაკადს
–
კვარცის შალითა
მოწყობილობა, რომელიც აბრკოლებს წყლის უშუალო შეღწევას ბაქტერიციდულ ნათურასთან და ახდენს მისი სითბური რეჟიმის სტაბილიზაციას

–
შთანთქმის კოეფიციენტი
წყლის 1 სმ სისქის ფენის მიერ შთანთქმული უი გამოსხივების ნაკადის შეფარდება, უი გამოსხივების დაცემულ ნაკადთან

–
უი ნათურის რესურსი
პასპორტით განსაზღვრული ნათურების მუშაობის ხანგრძლივობა მათ შეცვლამდე

სთ
უი ნათურის ნამუშევარი დრო
დრო, რომლის განმავლობაშიც ნათურა იმყოფებოდა მუშა მდგომარეობაში
სთ
უი გამოსხივების მიმღებ-გადამწოდი
გაუსნებოვნების კამერაში უი გამოსხივების ინტენსივობის გამზომი მოწყობილობა

–
თავი III
ზოგადი დებულებებ