1. უი გამოსხივების მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების, ჩამოსასხმელი და საცურაო აუზების წყლების გაუსნებოვნებისათვის.
2. უი გამოსხივებით წყლის გაუსნებოვნების, როგორც ურეაგენტო (ფიზიკური) მეთოდის, ეფექტურობა განპირობებულია წყლის მიკროორგანიზმებზე უი სპექტრის იმ ბიოლოგიურად აქტიური ნაწილის ფოტოქიმიური ზემოქმედებით, რომელიც ელექტომაგნიტური გამოსხივების 10–400 ნმ ტალღის სიგრძის დიაპაზონშია და შეესაბამება ფოტონის ენერგიის 12,4–3,1 ელექტრონვოლტს.
3. წყლის გაუსნებოვნებისათვის გამოიყენებულ უნდა იქნეს უი გამოსხივების სპექტრის ბიოლოგიურად აქტიური არე, ტალღის სიგრძით 205-დან 315-მდე ნმ, რომელსაც ბაქტერიციდული გამოსხივება ეწოდება. ბაქტერიციდული ეფექტის მაქსიმუმი ტალღის სიგრძის 250 – 270 ნმ დიაპაზონშია.
“ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 22.01.2004
მუხლი 3
თავი III — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004. გამოქვეყნება: სსმ, 13, 05/02/2004.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 3, №17/ნ, 22.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.319 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57472/muxli-3/