2. უი დასხივების ბაქტერიციდული დოზები ვერ უზრუნველყოფს წყლის ეპიდემიურ უსაფრთხოებას პარაზიტული დაავადებების გამომწვევების მიმართ.
3. უი გამოსხივების გამაუსნებოვნებელი მოქმედება დამყარებულია წყალში არსებული მიკროორგანიზმების დნმ და რნმ მოლეკულების შეუქცევად დაზიანებებზე, სხივური ენერგიის ფოტოქიმიური ზემოქმედების ხარჯზე. ფოტოქიმიური ზემოქმედება გულისხმობს ფოტონის ენერგიის შთანთქმის შედეგად ორგანული მოლეკულის ქიმიური კავშირების გახლეჩვას ან ცვლილებას.
4. უი გამოსხივების მოქმედებით მიკროორგანიზმების ინაქტივაციის ხარისხი პროპორციულია გამოსხივების ინტენსივობისა (მვტ/სმ2) და დასხივების დროისა (წმ). გამოსხივების ინტენსივობის დროზე ნამრავლს, დასხივების დოზა (მჯ/სმ2) ეწოდება და ბაქტერიციდული ენერგიის საზომს წარმოადგენს.
5. უი დასხივების დოზები ბაქტერიული უჯრედების დაღუპვის კრიტერიუმის მიხედვით იყოფა: სუბბაქტერიციდულად, რომელიც არ იწვევს ბაქტერიების დაღუპვას და ბაქტერიციდულად, რომელიც იწვევს ბაქტერიების დაღუპვას
“ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 22.01.2004
მუხლი 4. 1. უი გამოსხივებას გააჩნია გამოხატული ბიოციდური ეფექტი სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიმართ, ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების ჩათვლით
თავი III — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. წინამდებარე სანიტარიული წესები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს ძირითად სანიტარიულ მოთხოვნებს ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისა და
- მუხლი 2. ტერმინი
- მუხლი 3. 1. უი გამოსხივების მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცენტრალიზებული სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების, ჩამოსასხმელი და საცურაო აუზების წყლების გაუსნებოვნებისათვის
- მუხლი 5. 1. უი გამოსხივებით წყლის გაუსნებოვნების დასახული ხარისხის მისაღწევად აუცილებელია გაუსნებოვნების პროცესზე მოქმედი შემდეგი ძირითადი ფაქტორების გათვალისწინება:
- მუხლი 6. 1. უი გამოსხივებით წყლის გაუსნებოვნებისათვის გამოიყენება ბაქტერიციდული დანადგარები, რომელთა ძირითადი ელემენტებია:
- მუხლი 7. 1. უი დანადგარებმა უნდა უზრუნველყონ დასხივების დოზის თანაბარი განაწილება დასამუშავებელი წყლის მთელ მოცულობაში. თანაბარზომიერი დასხივება მიიღწევა ნაკადის ტურბულენტობის ხარჯზე, დანადგარში წყლის დინების
- მუხლი 8. 1. უი გამოსხივების მეთოდით წყლის გაუსნებოვნებისას არ არსებობს დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული პრობლემები. უი დასხივების მომატებული დოზები არ იწვევს ჰიგიენურად მნიშვნელოვან წყლის თვისებების არკეთილ
- მუხლი 9. 1. ცენტრალიზებული წყალმომარაგების წყლის მომზადების ტექნოლოგიაში, უი გამოსხივება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც წყლის გაუსნებოვნების წინასწარ, ისე დასკვნით ეტაპებზე
- მუხლი 11. 1. უი გამოსხივების მეთოდის გამოყენებაზე შეთანხმება წარმოებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან, შემდეგი დოკუმენტების (მონაცემების) საფუძველზე:
- მუხლი 12. 1. უი დანადგარებს საიმედოობაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად უნდა გააჩნდეს:
- მუხლი 13. 1. მომსახურე პერსონალის დაცვა უი გამოსხივების შესაძლო მავნე ზემოქმედებისაგან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უი დანადგარის კონსტრუქციით, რომელიც გაუსნებოვნების კამერის ფარგლებს გარეთ უი სხივების გამოსვლის თა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ულტრაისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით გაუსნებოვნების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 4, №17/ნ, 22.01.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.150.000.11.119.006.319 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.01.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57472/muxli-4/