2. წყლის წინასწარი გაუსნებოვნების ეტაპზე უი გამოსხივება გამოიყენება, როგორც პირველადი ქლორირების ალტერნატიული მეთოდი, თუ წყალმომარაგების წყაროს წყლის ხარისხი შეესაბამება მე-7 მუხლის, მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. აღნიშნული ამცირებს წყალში ტრიჰალომეთანების (ტჰმ) წარმოქმნის რისკს, უზრუნველყოფს წყლის მიკრობული დაბინძურების შემცირების აუცილებელ ხარისხსა და გამწმენდი ნაგებობების დამაკმაყოფილებელ სანიტარიულ მდგომარეობას.
3. წინასწარი გაუსნებოვნების ეტაპზე, სასმელი წყლის მომზადების ტექნოლოგიური სქემა უი გამოსხივების გამოყენებით, წყალმომარაგების თითოეული კონკრეტული წყაროსთვის, დგინდება ტექნოლოგიური გამოკვლევების ან ანალოგიურ პირობებში ნაგებობების მუშაობის გამოცდილების საფუძველზე.
4. სასმელი წყლის პირველადი გაუსნებოვნების საჭირო ხარისხი განისაზღვრება ტექნოლოგიური რეგლამენტით.
5. სასმელი წყლის პირველადი გაუსნებოვნებისას შესაძლებელია ქლორირებისა და უი დასხივების მეთოდების კომბინაცია. ამ დროს ქლორის დოზა შესაძლებელია შემცირდეს 15–100 %-ით, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება წყლის მომზადების შემდგომი ეტაპების (კოაგულაცია, დალექვა, ფილტრაცია და სხვა) ტექნოლოგიური ეფექტურობა.
6. გაუსნებოვნების დასკვნით ეტაპზე, უი გამოსხივება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებელი მეთოდი, ისე გაუსნებოვნების რეაგენტულ მეთოდებთან კომბინაციაში.
7. უი გამოსხივებისა და ქლორის ერთობლივი გამოყენება ზრდის გაუსნებოვნების სანიტარიულ საიმედოობას ვირუსების მიმართ.
8. გაუსნებოვნების სქემის შერჩევა განისაზღვრება წყალმომარაგების პირობების ანალიზზე დაყრდნობით (წყლის ფერიანობა, ორგანული ნივთიერებების შემცველობა, გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა და სხვა)